20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ბესიკ თამლიანის პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა. გირაოს გადახდისთვის მას 25-დღიანი ვადა დაუწესეს. როგორც პენიტენციურ სამსახურში ამბობენ, თამლიანი საპატიმრო დაწესებულებას გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს.
თამლიანის ადვოკატი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხი თვითონ თბილისის საქალაქო სასამართლომ წამოაყენა. გირაოს ოდენობაც სასამართლომ დაადგინა.
ვიდეო:ტვ პირველი
Loading…
