მსოფლიოში

«ემის» (Emmy 2020) ნომინანტები ცნობილია

წლევანდელი ამერიკული სატელევიზიო პრემია Emmy 2020-ის ნომინანტები ცნობილია.

ყველაზე მეტი ნომინაცია მიიღო სერიალებმა „დარაჯები“ (26 ნომინაცია) და „საოცარი მისის მეიზელი (20 ნომინაცია). Netflix-ზე გამოშვებულმა შოუებმა 160 ნომინაცია მიიღო, მისი კონკურენტის, HBO-ს პროექტებმა კი 107 ნომინაცია.

საუკეთესო სერიალის წოდებისთვის იბრძვიან: „უმჯობესია დაურეკეთ სოლს“, „უცნაური ამბები“, „მხევლის წიგნი“, „გვირგვინი“, „ოზარკი“, „ევას მკვლელობისას“, „მანდალორელი“ და „მემკვიდრეები.

ნომინაციაში „დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი“ წარმოდგენილები არიან: ბრაიან კოქსი და ჯერემი სტრონგი („მემკვიდრეები“), სტერლინგ ბრაუნი („ეს ჩვენ ვართ“), ჯეისონ ბეიტმანი („ოზარკი“), ბილი პორტერი („პოზა“), სტივ კარელი („დილის შოუ“).

საუკეთესო ქალი მსახიობის წოდების დრამატულ სერიალში კი იბრძვიან: ჯოდი კომერი და სანდრა ო („ევას მკვლელობისას“), ჯენიფერ ენისტონი („დილის შოუ“), ლორა ლინი („ოზარკი“), ზენდაია („ეიფორია“) და ოლივია კოლმანი („გვირგვინი“).

Emmy-ს 2020 წლის დაჯილდოება 20 სექტემბერს გაიმართება

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

2020 წელს ფიფას ოქროს ბურთის მფლობელი გამოვლინდება

ჩეხეთსა და დანიაში კორონავირუსის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებენ

22 ადამიანი დაიღუპა უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად

დატოვე კომენტარი