დღეს, გერმანიის ქალაქ მაინის ფრანკფუტში გაიმართა აქცია გერმანიაში მცხოვრებ ქართველი სტუდენტების და ემიგრანტების ინიციატივით,რომელსაც მხარი დაუჭირეს და შეუერთდნენ ემიგრანტთა ორგანიზაციის #ერთადსახლში ის წარმომადგენლები- საქართველოს მთავრობის რეგულაციის წინააღმდეგ, რომელიც ითვალისწინებს უსაფრთხო ქვეყნებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის კარანტინის ვალდებულებას. აქციის მოთხოვნები იყო კარანტინის მოხსნა საქართველოს მოქალაქეებისთვის და დაბალბიუჯეტიანი ფრენების აღდგენა. აქციის მონაწილეთა აზრით
ეს რეგულაცია არის დისკრიმინაციული და ზღუდავს მათ კონსტიტუციურ უფლებას და აკნინებს ჩვენ მოქალაქეობას. საქართველოს მთავრობამ რეგულაციის მიღებისას არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ არსებობენ ასევე ქართველები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეობებით, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი მხრიდან ვირუსის შეტანა ქვეყანაში იგივე ალბათობისაა, აქციის მონაწილეებს და ქართველ ემიგრანტებს სურთ რომ
საქართველოს მთავრობამ გადახედოს რეგულაციას. ისინი
ასევე, ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევენ რომ , საქართველოს მთავრობამ უფლება მისცეს დაბალბიუჯეტიან კომპანიებს, შეასრულონ რეისები.
«გაგვიუქმეთ კარანტინი საქათველოს მოქალაქეებს, რომლებიც ვცხოვრობთ თქვენს მიერ უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადებულ ქვეყნებში!»- სწორედ ეს იყო მთავარი გზავნილი დღევანდელი დღის სტუდენტების და ემიგრანტებისგან საქართველოს მთავრობის მიმართ.