ემიგრანტთა არასამთავრობო ორგანიზაცია «ერთად სახლში» საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრიდ არჩევნებზე წარმოდგენილი არიან, როგორც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ორგანიზაციას აღნიშნულ არჩევნებზრ დაგეგმილი აქვს სადამკვირვებლო მონიტორინგის განცორციელება საქართვრლოს და მის საზღვრებს გარეთ არსებულ საარჩევნო უბნებზე. სამწუხაროდ მათი მისიის მომზადების პერიოდშივე წააწყდნენ ბარიერებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან რაც მდგომარეობს შემდეგში:
1) დამკვირვებელთა ელექტრონული რეგისტრაცუუს სისტემის ვებგვერდი, რომლით სარგებლობის უფლება ოფიციალურად მოიპოვა ორგანიზაციამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან, საზღვარგარეთის ქვეყნებიდან მიუწვდომელია და როგორც ცეესკოდთან კომონუკაციის შემდეგ დაასკვნედ ორგანიზაციის წევრებმა აღნიშნული გვერდი არის საზღვარგარეთის აი-პი მისამართებისთვის დაბლოკილი. ცეესკომ მოთხოვა მათი აი-პი მისამართი და აღნიშნულ გვერდზე წვდომა მისცა ერთი კვირის დაგვიანებით და მხოლოდ ერთი აი-პი მისამართიდან. ორგანიზაციის წევრების თქმით დამატებითი პრობლემა იმაშისა, რომ ამ შეზღუდვების შესახებ არ იყო ნახსენები ელექტრონული წესებისა ფა პირობების განსაზღვრის შესახებ ხელშეკრულებაში, რომელსაც მათ ცეესკო-სთან ერთად მოაწერეს ხელი.
2) დამკვირვებელთა ელექტრონული რეგისტრაციის სისტემა მუშაობს ხარვეზებით. უდიდესი პრობლემებია საზღვარგარეთის მოქალაქეობის მქონე დამკვირვებლების დარეგისტრირების საკითხში. ორგანიზაციის წევრთა განცხადებით აღნიშნულმა სისტემამ მხოლოდ 2 დაკვირვებლის მონაცემების შეყვანის საშუალება მისცა. ხოლო დანარჩენი დამკვირვებლების დარეგისტრირებას კი გაურკვეველი მიზეზების გამო დღემდე ვერ ახერხებენ.
«ერთად სახლშის» განცხადებით აღნიშნული პრობლემები საგრძნობლად აფარხებეს მათ მუშქობას და მონიტორინგის მისიის მომზადებას საფრთხის ქვეშ აყენებს. იმისთვის რომ მიეცეთ შეუფერხებლად მუშაობის საშუალება. ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან მოითხოვენ, რომ სასწრაფოდ იქნას უზრუნველყოფილი დამკვირვებელთა ელექტრონული რეგისტრაციის სისტემის გამართულო მუშაობა რათა დროულად შეძლონ უცხოეთის მოქალაქეობის მქონე დამკვირვებლების დარეგისტრირება.