ფოტო/ვიდეო

ემიგრანტთა ორგანიაზაცია «ერთად სახლშის» ეგიდით მიუნხენში კონგრესი გაიმართა მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით

გუშინ საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაესწრო მიუნხენში მომავლის კონგრესს, რომელიც ემიგრანტთა ორგანიზაცია «ერთად სახლშის» ინიციატივით ჩატარდა.

კონგრესზე იმყოფებოდნენ ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნებიდან. ისინი ჩაერთვნენ დისკუსიაში.

საქართველოდან ზუმის მეშვეობით ჩაერთვნენ გუბაზ სანიკიძე, ირაკლი ყიფიანი ასევე «ერთად სახლშის» მეგობარი ორგანიზაცია «შეაჩერე კორუფციის» დამფუძნებელი ქეთევან ენუქიძე. მათ ილაპარაკეს საქართველოში არსებულ პრობლემებზე ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე.

გთავაზობთ ნაწყვეტს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი გამოსვლიდან ნაწყვეტს „დღეს ვუყურებდი და.. თბილისის მერს უშვებენ აქეთ-იქით სასიარულოდ და ხალხთან საურთიერთობოდ.. ეტყობა, თბილისში უკვე გადაწყვიტა ყველა პრობლემა.. ეტყობა ჩემს მიერ აშენებული შემოვლითი გზა უკვე გახსნა და საცობები აღარ არის.. ეტობა, შეჭმული ფული უკან მოიტანეს უკვე, რომელიც ჩემს მიერ იყო გამოყოფილი „ვეფხი და მოყმესთან» ხიდის მშენებლობისთვის და ჩემს მიერ დაგეგმილი ეს ულამაზესი დაკიდული ხიდი უკვე ააშენეს, რომლის პროექტი უკვე გვქონდა და მშენებლობა იწყებოდა.. ეტყობა, ყველა ეს პრობლემა უკვე გადაწყვიტა თბილისის მერმა და ახლა ტყიბულში ესაუბრება იქაურ მოსახლეობას და ეუბნება — „სააკაშვილის 9 წლის რეჟიმი შეეხო თითოეულ ქართულ ოჯახს»..

მეგობრებო, ლირიკას რომ თავი დავანებოთ და გავიხსენოთ: იქნებ ტყიბულში ის გეთქვათ, რომ ჩემს მიერ დაწყებული 300-მეგავატიანი თბოელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც თქვენ გააჩერეთ 2013 წელს, რა ეტაპზეა?.. ის ხომ 7000-მდე ტყიბულელს დაასაქმებდა?.. რომელიმე თქვენგანი თუ ჩასულა შახტაში, სადაც ჩვენ უნდა გაგვეხსნა 3-ჯერ მეტი სიმძლავრეები უკვე 2015 წლისთვის?.. მე იქ ბევრჯერ ვარ ჩასული მეშახტეებთან ერთად და რომელიმე თქვენგანი თუ ჩასულა იქ?. სად არის ის საფეიქრო ფაბრიკა, რომელიც მე გავხსენი ტყიბულში და რატომ დაიხურა ჩემი საქართველოდან წასვლის შემდეგ?.. სააკაშვილზე ზღაპრების მოყოლას, არ გირჩევნიათ ის ერთი ქარხანა მაინც გაუხსნათ ხალხს?.. 300-მეგავატიანი თბოელექტროსადგური თუ არა, 30-მეგავატიანი მაინც აუშენოთ სამადლოდ?.. მეშახტეებს დავალიანება გაუსტუმროთ და ის სიმძლავრეები აამუშაოთ, რომელიც ტყიბულს ნამდვილად აქვს?.. კალაძე რომ იძახის — „სააკაშვილის რეჟიმი შეეხო თითოეულ ქართულ ოჯახს»-ო.. დიახ!.. შეეხო!.. მაგრამ რეჟიმი არა.. ეს არ იყო რეჟიმი.. სააკაშვილის მთავრობა შეეხო თითოეულ ქართულ ოჯახს.. იმიტომ, რომ: თითოეულ ქართულ ოგახს არ ჰქონდა დენი და გაუჩნდა დენი; თითოეულ ქართულ ოჯახს არ ჰქონდა პენსია და გაუჩნდა პენსია; თითოეულ ქართულ ოჯახს ეხებოდა კორუფცია და თითოეულ ქართულ ოჯახს აღარ შეეხო კორუფცია; თითოეულ ქართულ ოჯახს არ ჰქონდა თანამედროვე საავადმყოფოები და თითოეულ ქართულ ოჯახს შეეძლო ამ თანამედროვე საავადმყოფოებში მისვლა; თითოეული ქართული ოჯახი მოდიოდა სახლში დანგრეული გზებით და თითოეული ქართული ოჯახისთვის ბევრგან გაკეთდა გზა; თითოეულს არა, მაგრამ ბევრ ქართულ ოჯახს არ ჰქონდა სამსახური და ბევრ ქართულ ოჯახს გაუჩნდა სამსახური; თითოეულ ქართულ ოჯახს არ ჰქონდა ელემენტარული პერსპეტივის განცდა და ამ ოჯახების აბსოლუტურ უმეტესობას გაუჩნდა პერსპექტივის განცდა; დიახ! ეს ყველაფერი შეეხო თითოეულ ქართულ ოჯახს და ჩვენ ვაპირებთ ისევ შევეხოთ თითოეულ ქართულ ოჯახს და შევუქმნათ მათ მყარი საფუძვლები განვითარებისთვის, წინსვლისთვის და გამდიდრებისთვის!» — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ემიგრანტებთან შეხვედრისას.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

რატომ იტყუება ლალი მოროშკინა სააკაშვილზე რუსეთის ტელეაუდიტორიასთან (ვიდეო)

დღეს ბიძინა ივანიშვილის ვარსკლავი გაიხსნა

Joni Kvaracxelia

ზურაბიშვილის მორიგი უხერხულობა (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი