სახელმწიფო კანცელარიასთან ჩატარდა აქცია-პერფომანსი «ემიგრანტები საქართველოს მოქალაქეები არიან».
დღეს დილას სახელმწიფო კანცელარიასთან შეიკრიბნენ ემიგრანტთა ოჯახის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები. აქციის ორგანიზატორი იყო ემიგრანტის მშობელი ნონა მოდებაძე. აქციაში მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები: «ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის», «ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა», «დევნილთა და სოციალურ დაუცველთა ორგანიზაცია თანადგომა». ისინი სოლიადორბას უცხადებენ ქართველ ემიგრანტთა ოჯახებს და მოითხოვენ აღდგეს რეგულარული ავიარეისები საქართველოში, რაც უამრავ ემიგრანტს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემს.
აქციის მონაწილეები ასევე აცხადებენ, რომ მათთვის სრულიად გაუგებარია საქართველოს ხელისუფლება თუ რატომ არ ხსნის საქართველო საზღვრებს იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირმა მწვანე ზონაში შეგვიყვანა. ასევე ემიგრანტების ოჯახის წევრებმა აღნიშნეს, რომ ჩარტერული რეისები, რომელსაც Georgian airwaiys ანხორციელებს მხოლოდ, ხშირად მათთვის მიუწვდომელია და ასევე ხშირად ფასები ხელოვნურად გაბერილია და ბილეთი ხელმიუწვდომელი უბრალო მოქალაქეებისთვის.
აქციის მონაწილეებმა მთავრობას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ:
- ემიგრანტები — საქართველოს მოქალაქეები არიან!
- ემიგრანტებს ნუ გაიხსენებთ მხოლოდ საარჩევნოდ!
- ჩანიშნეთ სპეც/ჩარტერ რეისები!
- გახსენით საზღვრები და ცა — მსოფლიო გახსნილია!
«მთავრობამ კიდევ ერთხელ გაწირა, COVID-19-ისათვის გაიმეტა, ჩვენი დები თუ ძმები, ემიგრანტები, რომლებიც საქართველოში სავალალო ეკონომიკური მდგომარეობის გამო იძულებულნი არიან უცხო ქვეყნებს მიმართონ. მეორედ ნუ გაიმეტებთ!» — აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
პერფომანსი წარმოდგენილი იყო შეზღუდული რაოდენობითა და პირბადეებით.









აქცია კანცელარიასთან
Publicado por Paqtebi.ge em Terça-feira, 30 de junho de 2020
Loading…