პერსონაპროტესტისოცქსელი

ემზარ კვიციანმა პატრიოტთა ალიანსი დატოვა: «არ მინდა ჩემი სარისკო ქმედებით ზიანი მივაყენო ჩემთვის ძვირფას ადამიანებს»

ემზარ კვიციანმა პატრიოტთა ალიანსი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას თვითონ ავრცელებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე:

«ჩემო ძვირფასო პატრიოტებო!
გადავწყვიტე დავტოვო პატრიოტთა ალიანსი!
ეს არ ნიშნავს,რომ მე რაიმე განაწყენებული მივდივარ,უბრალოდ არ მინდა ჩემი გიჟური გადაწყვეტილებებით ვავნო ჩემს მეგობრებს პატრიოტთა ალიანსის წევრებს! 4 თვე დამრჩა პარლამენტარობა და მაქსიმალურად მინდა დავიხარჯო! არ მინდა ჩემი სარისკო ქმედებით ზიანი მივაყენო ჩემთვის ძვირფას ადამიანებს! მივდივარ პარტიიდან და მივდივარ ფრაქციიდანაც! მინდა ჩემს მეგობრებს ვუსურვო წარმატება, პოლიტიკურ და პირად ცხოვრებაში! უფალი გწყალობდეთ და გფარვიდეთ! ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მე უნდა გავამძაფრო ბრძოლა ჩვენი ქვეყნის და ქართველობის შესანარჩუნებლად! ქართველთა გადასარჩენად თავგანწირვის გზაზე მინდა დავადგე, ვინც გამომყვება ღმერთმა დაგლოცოთ, ვინც არა თქვენც დალოცვილი მეყოლეთ!აღმოჩნდა, რომ მე სხვა გზა მაქვს, უფრო უტვინო, მაგრამ ჩემი! უფალმა მიმყოფოს ყველა პატრიოტი პატრიოტულად! დიდება ღმერთს!!!» — წერს კვიციანი.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«აიძულეს ოჯახი დაენგრია, ქმარს გაყროდა და მონარქიის აღდგენის მიზნით ვიღაც უცხო კაცს რამდენიმე თვეში მისთხოვებოდა…»

«ძიძიგურს რო გირგვლიანის სურათი ეჭირა, მაშინ არ იყო ეგ ფარისევლობა? რამით შეგიშალათ ამ ფარისევლობამ ხელი, რომ ჯერ აქციებზე გევლოთ და შემდეგ სახელმწიფო ძალაუფლება ჩაგებარებინათ მათთვის 2012 წელს?»

«ვითხოვთ სასწრაფო რეაგირებას…ჩვენი «კონტროლირებადი» ტერიტორია, რომელზეც დღეს რუსი ოკუპანტები აღმოვაჩინეთ»

დატოვე კომენტარი