განცხადება/მიმართვა

ელჩი დანიგანი დემოკრატიის გამოწვევებზე — ემოციური გამოსვლა საელჩოში

აშშ-ის დამოუკიდებლობის 249-ე დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ელჩმა რობინ დანიგანმა დემოკრატიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თანამედროვე გამოწვევები გაახმოვანა:
„დღესაც ბევრს უწევს დემოკრატიის დაცვისთვის ბრძოლა — პოლიტიკურ ოპონენტებს ემუქრებათ პატიმრობა, სამოქალაქო საზოგადოება სამიზნედ იქცა, განსხვავებული მოსაზრებების მქონე მოქალაქეები კი „რადიკალებად“ იწოდებიან“, — განაცხადა ელჩმა და ვიცე-პრეზიდენტის სიტყვები გაიმეორა: „ვერ მოიპოვებ დემოკრატიულ მანდატს შენი ოპონენტების ჩახშობით“.

დანიგანმა აღნიშნა, რომ ივლისის ბოლოს საქართველოს ტოვებს და 33-წლიანი დიპლომატიური კარიერით ემშვიდობება ქვეყანას. „თქვენ გაგვიღეთ გულები და სახლები. ჩემი გულის ნაწილი საქართველოში რჩება. არასდროს შევწყვეტ რწმენას ქვეყნის დემოკრატიული მომავლისადმი“, — აღნიშნა მან.

ღონისძიება 2 ივლისს გაიმართა თბილისში, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე. პრემიერი ირაკლი კობახიძე მიღებას არ დაესწრო.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საქართველოში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების ფონზე აღინიშნა. პარტნიორობა 2024 წლის 30 ნოემბერს შეაჩერა აშშ-მა „აგენტების კანონის“ მიღებისა და საპროტესტო აქციების ძალადობრივი დაშლის შემდეგ.

ამ ფონზე, აშშ-მ სანქციები დაუწესა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, პარლამენტარებს, ძალოვნებსა და კერძო პირებს — ჯამში 100-ზე მეტ ადამიანს.

მსგავსი პოსტები

მალხაზ პატარაია და დავით ქაცარავა პროკურატურაში შეიტანენ განცხადებას, სალომე ზურაბიშვილის მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით

Joni Kvaracxelia

წულუკიანმა ოპოზიციას გაკოტრებული ძალა უწოდა

«აპრილის ბოლოს დაიწყება მეორე პრობლემა,რომელიც ყველაფერს დაგვავიწყებს»

დატოვე კომენტარი