განცხადება/მიმართვა

ელიზაბეთ რუდი ადასტურებს, რომ აშშ-ის სამხედრო გემმა ფოთის პორტში შესვლა ვერ შეძლო და გზა განაგრძო

“ასე არ არის, რომ გემი არ შემოუშვეს პორტში. ამერიკულ გემ Yuma-ს მარაგის შესავსებად დაგეგმილი ჰქონდა სტანდარტული გაჩერება პორტში. თუმცა, გემის მისვლის დროისთვის იმავე ნავმისადგომში კომერციული გემი იყო გაჩერებული. ხელი რომ არ შეეშალა აღნიშნული გემის კომერციული საქმიანობისთვის და საკუთარ გრაფიკს გაჰყოლოდა, ამერიკულმა ხომალდმა გზა განაგრძო”, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა 17 სექტემბერს. მისი კომენტარი ნეტგაზეთს აშშ-ის საელჩომ მიაწოდა.

“ამერიკული სამხედრო გემი პუტინის ბრძანებით არ შემოუშვეს ფოთში.ტრაგიკული სიმართლე ესაა. ქალბატონი რუდი დიპლომატია და სხვანაირად ვერ იტყოდა. სამაგიეროდ გათამამებული ოკუპანტები გაათმაგებული ენერგიით გააგრძელებენ საქართველოს გადაღობვას.”-წერს “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

 

Loading…

მსგავსი პოსტები

შეიწყალოს მარგველაშვილმა ვანო მერაბიშვილი”-მამუკა გამყრელიძე

გახარია ნიკა მელიას: “თქვენ უხეშად არღვევდით წესრიგს, შეურაცხყოფას აყენებდით პოლიციას. თქვენ ბრალი მიგიძღვით იმაში, რომ პოლიციის მოთხოვნებს არ ემორჩილებოდით”

“ოცნებას” თავიდანვე ეწერა, ჩვენ მოვედით, რომ თქვენ იოცნებოთ და ჩვენ ვიყოთ ჩვენთვის კარგად-ნიაზ დიასამიძე (ვიდეო)

დატოვე კომენტარი