სხვადასხვა

ელიავას ბაზრობას ცეცხლი გაუჩნდა

დიდუბის რაიონის გამგებლის ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, ელიავას ბაზრობის მეპატრონის თქმით, ბაზრობა, სადაც ხანძარი გაჩნდა, დაზღვეულია. როგორც ირმა ზავრადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ, გვიან ღამით ხანძარი დაახლოებით 1000 კვ.მ-ზე გავრცელდა.

„დაამწვარია დაახლოებით 1000კვ.მ. ეს არის 14-15 მაღაზია. ძალიან საშიში მდგომარეობა იყო იმდენად, რამდენადაც ძირითადად, ხის და პლასტმასის მასალები იყო. თუმცა, ლიკვიდაცია მოახდინეს. როგორც მეპატრონე ამბობს, ტერიტორია დაზღვეულია. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი ჯერ ნაადრევია“,-აცხადებს ზავრადაშვილი.

ცნობისთვის, ელიავას ბაზრობაზე წუხელ, გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად ხის მასალების საწყობი და რამდენიმე მაღაზია დაიწვა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

„მსოფლიო რაგბიმ“ 2023 წელს დაგეგმილი მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო სქემა გამოაქვეყნა

«ულამაზესი ბიჭი უნდა მივაბარო მიწას»-კლუბ «ბასიანში» პირველად გასინჯა ნარკოტიკი და გაგვიყოლა ამდენი ადამიანი

მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც ხვალიდან ძალაში შევა

roma sajaia

დატოვე კომენტარი