სხვადასხვა

ელექტროენერგია ნახევარ საქართველოს არ მიეწოდება- მასშტაბური ავარია ელექტროსისტემაში

მასშტაბური ავარია ელექტროსისტემაში – დღეს, 18:11 წუთზე ავარიულად გამოირთო 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი იმერეთი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

თითქმის მთლიანად გამორთულია ელექტროენერგია დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოში კი დენი არ მიეწოდება რუსთავს და სამცხე-ჯავახეთის ნაწილს. არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაცია.

გათიშულია ელექტროენერგია თბილისშიც. მოსახლეობის 50 პროცენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

რუსთავი 2

Loading…

მსგავსი პოსტები

საბერძნეთიდან კედევ 185 ემიგრანტი დაბრუნდა სამშობლოში

ხმაური და დაპირისპირება დავით გარეჯში-აქციის მონაწილეები ჩიჩხატურის ტაძარში შესვლას ცდილობდნენ (ვიდეო)

გორის მერია 60 330 ლარად აშენებული რიტუალების სახლისთვის დამატებით 14 368 ლარს დახარჯავს

დატოვე კომენტარი