შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე კადრების ნაკლებობა — ეს ის ძირითადი პრობლემაა, რომელსაც დამსაქმებელი კომპანიები აწყდებიან. ეკონომიკის სამინისტრომ ჩატარებული კვლევების შედეგები გაასაჯაროვა. კვლევების თანახმად ფიზიკის, მათემატიკისა და საინჟინრო მეცნიერებების, ასევე კვების პროდუქტების წარმოებისა და უვნებლობის სფეროში სათანადო ცოდნის დონე დაბალია. ზემოთ მოყვანილი დარგები საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი სფეროებია. თამამად შეიძლება ითქას, რომ ქვეყანაში ძნელად თუ მოიძებნება აღნიშნული სპეციალობების კურსდამთავრებული, რომელიც დააკმაყოფილებს დამსაქმებლის მიერ მოთხოვნილ სავალდებულო ნორმებს.