ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა: „მე არ მინდა მოვლენებს გავასწრო, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად რამდენიმე დღეა დარჩენილი ინვესტორის დედლაინის ამოწურვამდე, მაინც არ მინდა ნაადრევად ვისაუბრო. დავაცადოთ, ეს ფორმალური დედლაინი დადგეს, შემდეგ, რა თქმა უნდა, სამთავრობო გუნდი შევიკრიბებით და ვნახავთ, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ყოვლად აუცილებელი პროექტი ბოლოს და ბოლოს განხორციელდეს. ეს პროექტი დაგვიანდა, ინვესტორის მოთხოვნით, 2017 წლიდან ხდება ვადების გადავადება. პირვანდელი ვადით, მომავალ წელს უკვე პირველი ეტაპი უნდა ყოფილიყო მწყობრში და ღრმაწყლოვანი პორტი გვექნებოდა. სამწუხაროდ ასე არ მოხდა“, — განაცხადა ნათია თურნავამ.
Loading…