ეკლესიაში მიმდინარე სკანდალური პროცესების გაგრძელება…

0
1374

მიტროპოლიტ ნიკოლოზი — 1978-83 წწ. წმიდა სინოდის წევრი და მოქმედი მღვდელმთავარი. იგი იყო პირველი, ვინც ეპისკოპოსად გამოარჩია და აკურთხა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.

წინარე ფოტო მასალებით, რომელიც პროქტოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას წარმოადგენს,  დგინდება, რომ მიტროპოლიტ ნილოზმა ჩაიტარა პროქტოლოგიური გამოკვლევა. მას გამოკვლევა სკანდალში გახვევის შემდეგ დასჭირდა რათა გაეგრძელებინა მღვდელთმსახურება მომავალშიც.

მანამდე კი, კათოლიკოს-პატრიარქ დავით მეხუთის მამამთავრობისას, ჯერ კიდევ ერისკაცი მახარაძე სწავლობდა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, სადაც იგი მხილებულ იქნა მამათმავლურ მიდრეკილებებში, რის გამოც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დავით მეხუთემ კატეგორიულად აუკრძალა იმჟამად მოქმედ ყველა მღვდელმთავარს მახარაძის სასულიერო პირად ხელდასხმა, თუმცა კათოლიკოს-პატრიარქ დავით მეხუთის აკრძალვის საწინააღმდეგოდ, 1977 წლის იანვარში ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილიამ (ამჟამინდელი კათოლიკოს-პატრიარქი) მამათმავალი მახარაძე აღკვეცა ბერად, აკურთხა ჯერ დიაკვნად და მოკლე დროში — მღვდლად. ამავე წლის მაისში მიანიჭა მას არქიმანდრიტის წოდება და დანიშნა სოხუმის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილედ.
მას შემდეგ, რაც საპატრიარქო ტახტი დაიკავა ილია მეორემ, მან პირველად სწორედ არქიმანდრიტი ნიკოლოზი აკურთხა ეპისკოპოსად 1978 წლის 19 თებერვალს და ჩააბარა მას ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია. კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 1978 წლის 14 დეკემბერს ეპისკოპოს ნიკოლოზს მიანიჭა მთავარეპისკოპოსის წოდება, ხოლო 1981 წლის დასაწყისში — მიტროპოლიტის წოდება.
ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ნიკოლოზი მალევე გაეხვა სკანდალში, აფხაზეთის ასსრ რელიგიის საქმეთა რწმუნებულის ლაგვილავას მიერ იგი მხილებული იქნა მამათმავლობაში, რის გამოც კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ იგი არა თუ დასაჯა, არამედ ღირსებით კიდევ უფრო დიდ და მნიშვნელოვან კათედრაზე — ქუთაის-გაენათის ეპარქიაში გადაიყვანა და ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტად დაადგინა. სამწუხაროდ, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ფავორიტი და პირველ მღვდელმთავრად ხელდასხმული მიტროპოლიტი ნიკოლოზი თავის მამათმავლობას აგრძელებდა ქუთათელ-გაენათელობის დროსაც, რის გამოც, მან პროქტოლოგიური ექსპერტიზა ჩაიტარა. მართალია, დასკვნაში ვკითხულობთ, რომ მას არ აღენიშნება პასიური მამათმავლობის ნიშნები, მაგრამ თავად ფაქტი, რომ მიტროპოლიტს დასჭირდა ამგვარი ექსპერტიზის ჩატარება, უმძიმესი და მრავლისმეტყველია. საბოლოოდ, მიტროპოლიტ შიოს (ავალიშვილი) წერილებისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ვეღარ გადაარჩინა თავისი ფავორიტი მამათმავალი მღვდელმთავარი და 1983 წლის 3 ოქტომბერს წმიდა სინოდმა განკვეთა ხსენებული მიტროპოლიტი.
მიტროპოლიტყოფილი ნიკოლოზი გარდაიცვალა 2008 წლის 5 ივლისს და მიუხედავად მისი განკვეთისა, კათოლიკოს-პატრიარქმა მის საფლავის ქვაზე ამოატვიფრინა «მიტროპოლიტი ნიკოლოზი».
ნათელია, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ყოველთვის წყალობდა მამათმავლებს და აღაზევებდა მათ მღვდელმთავრებად. ეს არის კიდევ ერთი ცხადი დადასტურება, რომ მიტროპოლიტმა პეტრემ (ცაავა) კარგად ცნობილი გარემოება ამხილა.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ