დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში დეპუტატ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:
„ეკა ბასელიამ თავის წასვლის მიზეზად უკვე მრავალი მიზეზი დაასახელა, აქედან გამომდინარე ეჭვი მეპარება, რომ რაიმე კონკრეტულს უკავშირდებოდეს ეკას. მე იმისთვის წავედი, რომ მისი წასვლისთვის ხელი არ შემეშალა
ამ თემაზე სპეკულირება რომ დასრულდეს, ძალიან კარგი პარალელის გავლება შეიძლება. მუდმივად უსვამენ ხაზს მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძესთან ჩემს მეგობრობას. რატომღაც არავინ არასდროს ახსენებს ქალბატონ ეკას ნათელმირონს ზაზა მეიშვილს, რომელიც სისხლის სამართლის პალატას კურირებდა. არავინ არ ახსენებს ასევე მის ნათელმირონსა და უახლოეს მეგობარს, ნონა წოწორიას, რომელიც ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო და ასევე ევროსასამართლოში საქართველოს მოსამართლეს წარმოადგენდა.
მე ამას იმიტომ ვამბობ და ხაზს ვუსვამ, რომ მეგობრობა არასდროს არ განსაზღვრავს არც კანის ფერს, არც პოლიტიკურ სპექტრს და ოჯახურ გარემოებას. შესაბამისად, თუ მაინცდამაინც ამ თემებით გვინდა მსჯელობა, დავიწყოთ მაშინ ამ საკითხებით. რა კავშირები აქვს ქალბატონ ბესელიას ზაზა მეიშვილთან, ნონა წოწორიასთან და ასე შემდეგ“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.
