განცხადებები

ეკატერინე ტიკარაძე — ვაქცინაციის ბანერის სიძულვილის ბანერით ჩანაცვლება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია

ადამიანებმა უნდა შევძლოთ ერთმანეთში ადეკვატური დიალოგის გამართვა. მით უმეტეს, ამ პირობებში, როდესაც ვაქცინაცია არის არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ მსოფლიოს პრიორიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის ბანერების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.

„ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ საზოგადოებაში სიძულვილის ენა უნდა იყოს მიუღებელი, თუ ეს უკვე არ არის მიუღებელი. მე ვთვლი, რომ იმ საუკუნეში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და ეს ნამდვილად არის საკომუნიკაციო საუკუნე, ნამდვილად მიუღებელია მსგავსი ენა. ადამიანებმა უნდა შევძლოთ ერთმანეთში ადეკვატური დიალოგის გამართვა. მით უმეტეს, ამ პირობებში, როდესაც ვაქცინაცია არის არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ მსოფლიოს პრიორიტეტი. ვაქცინაციის ბანერის სიძულვილის ბანერით ჩანაცვლება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ამირან გამყრელიძისა და თამარ გაბუნიას განცხადებები, რა თქმა უნდა, ჩემთან იყო შეთანხმებული და ჩვენ ერთ აზრზე ვართ ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გააკეთა ჩემმა გუნდმა, თქვენ მათგანაც გაქვთ მოსმენილი კომენტარები და კომპანია „ალმასგანაც“ იყო სატელევიზიო კომენტარი, რომ ეს არ არის „ქართული ოცნების დაკვეთა. მე მეტი დეტალი არ მაქვს. თუმცა, „ალმასგან“ უფრო გონივრული იქნებოდა, დაინტერესებულიყო, რამდენად სწორი ბანერებით ჩანაცვლება ხდება მათი კომპანიის მხრიდან. ეს არის რეპუტაციული მსგავსი მაღალი დონის კომპანიისთვის, როდესაც ის ქვეყნის პრიორიტეტს ცვლის მსგავსი სიძულვილის ენის შემცველი ბანერით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

» რუსთავი 2 არის სიცრუეზე, სიბოროტეზე, ღვარძლზე, შუღლზე დაფუძნებული ტელევიზია»-კალაძე

«თმის ღერი, რომ ჩამოვარდეს მამაჩემს, პირობას ვდებ სამაგალითოდ გაგებინოთ პასუხი!»-გიგა მაქარაშვილი

დილის 4 საათზე თქვენი ქალაქები დაიბომბება: ჟირინოვსკიმ განაცხადა, თუ როგორ დაიწყება ახალი ომი უკრაინაში

დატოვე კომენტარი