პარტია „ქართული ოცნების» ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქმიანობას გააგრძელებს მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში. ის ტოვებს მინისტრის თანამდებობას.
როგორც მინისტრმა თქვა, სამწლიანი საკმაოდ ინტენსიური მუშაობის შემდეგ, პრემიერთან და პარტიის თავმჯკდომარესთან კონსულტაციები გაიარა და პარტიის მმართველობაში დარჩება.
ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრად 2019 წლის ივნისში დაინიშნა.
Loading…