ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში მომავალ კვირას ჩამოვა

0
149

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს მომავალ
კვირაში ეწვევა
შარლ მიშელი ოპოზიციასთან შეხვედრას გეგმავს.
ოფიციალური ინფორმაციით, შარლ მიშელი 28 თებერვლიდან 3 მარტის პერიოდში მოლდოვას, საქართველოს და უკრაინას ესტუმრება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჯერ მოლდოვაში გამართავს შეხვედრებს, შემდეგ კი საქართველოში გაემგზავრება.
მისი შეხვედრები დაგეგმილია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძესთან.
ის ასევე მოინახულებს ადმინისტრაციულ საზღვარს და შეხვდება ოპოზიციის წარმომადგენლებს.
საქართველოდან შარლ მიშელი უკრაინაში გაემგზავრება.
„ორმხრივი ურთიერთობებისა და Covid-19- ის წინააღმდეგ ჩვენი საერთო ბრძოლის გარდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი, ასევე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება დღის წესრიგში“, — განაცხადა შარლ მიშელმა.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ