განცხადებებიმსოფლიოში

ევროსაბჭოს პრეზიდენტი ბელარუსში არჩევნების შედეგებს არ აღიარებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის განცხადებით, ბელარუსში უკიდურესად შემაშფოთებელი ვითარებაა. ამის შესახებ შარლ მიშელმა საგანგებო ვიდეოკონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ბელარუსში არის უკიდურესად შემაშფოთებელი ვითარება. ჩვენ გვაქვს ცხადი გზავნილი, ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ბელარუსის მოსახლეობას. 9 აგვისტოს ჩატარებული არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი და ის არ აკმაყოფილებდა საერთაშორისო სტანდარტებს.

ბელარუსის ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ. ბელარუსის მოსახლეობა იმსახურებს უკეთესს, ისინი იმსახურებენ დემოკრატიულ უფლებას, აირჩიონ ლიდერები და განსაზღვრონ მომავალი“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით გალის რაიონის მაცხოვრებლებს ბინადრობის ნებართვასაც გაუუქმებენ

სკანდალი! პოლიციამ აქციის დასარბევად მეტალის ტყვიებიც გამოიყენა (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

ერთი მეათასედიც არ გაუკეთებიათ რაც მე ან გრიგოლ ვაშაძეს გვაქვს პარტიისთვის გაკეთებული-სამადაშვილი

roma sajaia

დატოვე კომენტარი