განცხადებები

ევროპული საქართველო ქვეყნის მთავარი პროკურორის პოსტზე შალვა შავგულიძის კანდიდატურას წარადგენს

დღეს, საპარლამენტო უმცირესობის, ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საგანგებო განცხადებით მიმართა საზოგადოებას. მისი თქმით: «როგორც ჩანს ხელისუფლების განზრახვაა დახურულ კარს მიღმა გადაწყდეს თუ ვინ იქნება საქართველოს მთავარი პროკურორი… ჩვენი მიზანია დავამსხვრიოთ მსგავსი სისტემა როცა დახურულ კარს მიღმა ხდება დანიშვნა მაღალ თანამდებობებზე. სრულიად სოლიდარულები ვართ ზაზა სარალიძისა და იმ საზოგადოების, რომელიც ამ დღეებში დგანან მიტინგზე მოთხოვნით, რომ უნდა დაინგრეს სისტემა. თუმცა როგორც საპარლამენტო ოპოზიცია ამ მოთხოვნებს დავამატებდით ჩვენს წინადადებას,  ქვეყნის მთავარი პროკურორის პოსტზე შალვა შავგულიძის კანდიდატურას».

შეგახსენებთ, რომ წუხელ ქართული ოცნების მთავარ ოფისში, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა კონსულტაციები მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე.

 

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

საქართველოს არ სჭირდება ამდენი კლინიკა-ეკატერინე ტიკარაძე

სირიაში შექმნილ სიტუაციას რომის პაპი ეხმაურება

Joni Kvaracxelia

«მთავარ არხს უკვე ოფიციალურად აქვს ახალი ამბების და პოლიტიკური თოქშოუების ტრანსლირების უფლება!»-ნიკა გვარამია

დატოვე კომენტარი