პოლიტიკა

“ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები” გაერთიანდნენ- დასახელდა კანდიდატი, რომელიც მთაწმინდის ოლქში კენჭს იყრის

“ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები” ერთიანდებიან,  როგორც ცნობილი გახდა შუალედურ საპარლამენტო არჩევნებზე მთაწმინდის ოლქში კენჭს იყრის შალვა შავგულიძე, ამის შესახებ პოლიტიკოსებმა «რუსთავი 2»-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრეს.

„ჩვენ ორმა პოლიტიკურმა პარტიამ გადავწყვიტეთ შევქმნათ საარჩევნო ბლოკი რომლითაც წარვდგებით ამომრჩევლის წინაშე შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში მთაწმინდაზე. ეს იქნება ჩვენი პოლიტიკური სტრატეგიული თანამშრომლობის დასაწყისი, რომელიც დაეფუძნება ქვეყნის განვითარების საერთო ხედვას, საერთო ღირებულებებს და მიზნებს როგორებიც არის ავტორიტარული მმართველობის დაუშვებლობა, სამართლიანობის უზენაესობის დამკვიდრდება. ხელისუფლების შტოებს შორის კონტროლისა და ბალანსის რეალური ბალანსის ამოქმედება. ქვეყნის მართვა კონსტიტუციურ კონტროლს დაქვემდებარებული მცირე მაგრამ ეფექტური მთავრობის მეშვეობით,“-განაცხადა შალვა შავგულიძემ

 

    „ჩვენი ქვეყანა შევიდა ძალიან მძიმე ცვლილებების ეპოქაში. შალვა შავგულიძე იქნება ამ ცვლილებების პირველი მერცხალი. ჩვენი თანამშრომლობა არის გრძელვადიანი. ჩვენი თანამშრომლობა არის სტრატეგიულ. ჩვენ, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ სხვადასხვა პოლიტიკური ნაპირიდან მოვდივართ. ჩვენ არ გვაკავშირებს საერთო პოლიტიკური წარსული მაგრამ გვაკავშირებს საერთო ღირებულებები, ფასეულობები, აწმყოს ანალიზი და მომავლის ხედვა. ის შუღლი გაუტანლობა, რომელსაც თესავს „ქართულ ოცნება“ უნდა დასრულდეს,“-განაცხადა «ევროპული საქართველოს» გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ.

ფაქტები.ჯი

loading…


მსგავსი პოსტები

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კახა ქემოკლიძემ, დანიშვნიდან 20 დღეში თანამდებობა დატოვა

მინისტრის პასუხისმგებლობის აღება და თანამდებობიდან წასვლა

სოფო ჯაფარიძე ენმ-ის სიის პირველი ნომერი იქნება

დატოვე კომენტარი