«ნაციონალური მოძრაობის» ლიდერი ნიკა მელია «ტვ პირველის» გადაცემა «ხალხის პოლიტიკაში» «ევროპული საქართველოს» მიერ საქართველოს პროკურორის კანდიდატურაზე შალვა შავგულიძის განხილვას ეწინააღმდეგება და განცხადებას აკეთებს:
«აქ უნდა ყოფილიყო ნეიტრალური ადამიანი, რომელიც სარგებლობს პარტიული სიმძიმისგან თავისუფალი სტატუსით, რომელსაც ექნებოდა ძალიან დიდი მხარდაჭერა. ამ შემთხვევაში ბატონ შავგულიძეს არ აქვს ეს მხარდაჭერა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს რეალურად ნიშნავს კოალიციის გაკეთებას «ქართულ ოცნებასთან», დავიჯერო ამას დათო ბაქრაძე ვერ ხვდება?!
არის სხვადასხვა კანდიდატურები, როდესაც ამაზე ვმსჯელობთ, ამას ახლავე გიდასურებთ, მაგრამ არ არის ეს უცნაური მოვლენა, როდესაც ერთი პარტიის თავმჯდომარე, მეორე ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს წარადგენს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, დავარქვათ სახელი და კოალიციაში შედიან. შავგულიძის მიმართ არავითარი პრეტენზია არ მაქვს, პირიქით პოზიტიურად ვარ განწყობილი მის მიმართ», — აცხადებს ნიკა მელია.