დღეს საღამოს, თბილისის აეროპორტში დაეშვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თვითმფრინავი. სტუმარს დახვდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და სხვა ოფიციალური პირები. მიშელი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, ასევე, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. დაგეგმილია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის გამგზავრება საოკუპაციო ხაზთან ადგილზე არსებული ვითარების პირადად გასაცნობად.
Loading…