მთავარ გემბანზე 121 ფუტის (37 მეტრის) სიმაღლეზე გადაჭიმული ოთხი აფრით, წარმოადგენს უჩვეულო დიზაინის სატვირთო და ძალიან უჩვეულო ტვირთის გადამზიდავი გემი Canopée-ს.
აფრების საერთო ფართობი თითქმის 16000 კვადრატული ფუტია (1486 კვადრატული მეტრი). მას შეუძლია 3150 ტონა გემს მნიშვნელოვანი სტიმული მისცეს, როცა ქარისგან გააჩნია ხელსაყრელი პირობები.
იუხედავად იმისა, რომ Canopée-ს მთავარი ენერგიის წყარო ჯერ კიდევ დიზელის წყვილი ძრავაა, ეს არის მომავლის ხედვა გადაზიდვის სფეროში. იალქნებს, რომლებსაც „Oceanwings“ ეძახიან, რადგან ისინი თვითმფრინავის ფრთებს ჰგვანან, როდესაც სრულად არიან განლაგებული, შეუძლიათ საწვავის მოხმარების განახევრება. „საუკეთესო ქარის პირობებში ჩვენ შეგვიძლია დაზოგოთ 50-60%-მდე, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეიძლება შემცირდეს 10-15%-მდე“, — ამბობს ნილს ჯოიუ, ფრანგული კომპანია Alizés-ის მმართველი დირექტორი, რომელიც მართავს გემს. ”ამჟამად ჩვენ ველოდებით საშუალოდ დაახლოებით 30% დაზოგვას, მაგრამ ამ პროგნოზის დასადასტურებლად დაგვჭირდება მუშაობის კიდევ რამდენიმე წელი.”
გემი შექმნილია ევროპაში უახლესი და უდიდესი კოსმოსური რაკეტის Ariane 6-ის გადასატანად, რომელიც სავარაუდოდ 2024 წლის შუა რიცხვებში გაეშვება. რაკეტების ნაწილები, რომლებიც აშენდა მთელი ევროპის სხვადასხვა ობიექტებზე, გადაიგზავნება ევროპის კოსმოსური სააგენტოს კოსმოსურ პორტში საფრანგეთის გვიანაში და სამხრეთ ამერიკაის ჩრდილო-აღმოსავლეთ.
Canopée-მ დაასრულა თავისი პირველი ტრანსატლანტიკური მოგზაურობა — განლაგებული აფრებითა და რაკეტების დამხმარე ნაწილებით — ნოემბრის დასაწყისში, რაც აღნიშნავს Ariane 6-ის პროგრამის განვითარების ბოლო ფაზის დაწყებას.