როგორც ცნობილია, მადლენ ოლბრაიტმა თავის დროზე ამერიკას «შეუცვლელი ერი» უწოდა. აქცევს თუ არა ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამერიკას შეუსაბამო ერად?
ტრამპმა საბოლოოდ დაარღვია რამდენიმედღიანი დუმილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებაზე, მაგრამ არ ახსენა რუსეთი და არ დაგმო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავის პირველ საჯარო კომენტარებში. იმავდროულად, კონგრესში რესპუბლიკელები აგრძელებენ მისი პოზიციების მხარდაჭერას, აფერხებენ უკრაინის დახმარებას, ერთადერთი ქვეყანის, რომელიც დგას პუტინის ჯარების პირისპირ.
პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა წინააღმდეგობა გაუწია სენატის მიერ მიღებულ მოწოდებებს, უკრაინის დახმარების პაკეტის სწრაფ კენჭისყრაზე გატანის შესახებ, უფრო მეტი, პალატამ თითქმის ორკვირიანი შესვენებით გადაიდო კენჭისყრა.
შესაძლოა, უკრაინის დახმარებას უმრავლესობა უჭერდეს მხარს, მაგრამ ჯონსონს აქვს მკაცრი წინააღმდეგობა მისი მარჯვენა ფლანგიდან დამატებითი დახმარების გამო და ტრამპი რესპუბლიკელებს მოუწოდებს უარი თქვან მასზე.
ეს ნაბიჯები მოჰყვება ტრამპის ბოლოდროინდელ მუქარას, როცა რუსეთს მოუწოდებს „როგორც უნდა ისე მოექცეს“ ნატოს წევრ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ჩამორჩება თავის სამხედრო ხარჯებს.
შედეგი? შეერთებულ შტატებში ახალი და საშინელი შემობრუნების მზარდმა შიშმა აიძულა ევროპელი ლიდერების მზარდი რიცხვი დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კომენტარებმაც კი დაუმორჩილებელი კონგრესისადმი, როგორიცაა «როგორ შორდებიან ისინი რუსეთის საფრთხეს, როგორ შორდებიან ნატოს საფრთხეს, როგორ შორდებიან ჩვენი ვალდებულებების შესრულებას, შოკისმომგვრელია» ვერ უშველა.
მართლაც, ბევრი ითქვა მიუნხენის უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე კონგრესის წარუმატებლობის შესახებ. ევროპელი ლიდერების უმეტესობა მიუნხენიდან სამშობლოში წავიდა უფრო დარწმუნებული, ვიდრე ოდესმე, რომ შეერთებული შტატები ეს ესაა მიატოვებს მათ.
ბევრისთვის ნათელია, რომ დემოკრატიულმა ქვეყნებმა უნდა დაიწყონ კონკრეტულად ფიქრი იმაზე, თუ როგორ დაიცვან თავი ამერიკული ბირთვული უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების ქოლგის გარეშე, რომლის ქვეშაც ისინი ბოლო ნახევარ საუკუნეზე მეტია აყვავდნენ.
გამგზავრებამდე დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა კი განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას გადასცემს მთელ ეროვნულ არტილერიას, ასევე F-16-ს. ”ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ”, — განაცხადა ფრედერიკსენმა, რადგან შაბათს 24.02.2014 სრულდება ორი წელი რაც რუსეთი მუხანათურად შეიჭრა უკრაინაში.
პირველი ნაბიჯები ევროპის ახალი მიმართულებისკენ — ამერიკის გარეშე — უკვე იდგმება. ბერლინში, ურსულა ფონ დერ ლეიენმა, გერმანიის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, რომელიც ოსტატურად მართავდა კონტინენტს ევროკომისიის პრეზიდენტის რანგში ხუთ რთულ წელს, ორშაბათს განაცხადა, რომ ის მეორე ვადით იყრის კენჭს და მისი დღის წესრიგის მთავარი პუნქტი, ევროპაში პირველად, თავდაცვის კომისრის თანამდებობის შექმნა იქნება.
მაგრამ ასეთი ერთიანი ევროპული სამინისტროს შექმნა სცილდება ბრიუსელში ბიუროკრატების უბრალოდ გადაადგილების ზღვარს. პირველ რიგში, ეს არის ბიუჯეტის საკითხი.
ამერიკული დაფინანსების შემცირება უკვე იგრძნობა მთელ ევროპაში. როგორც CNN იტყობინება, აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისადმი აგრძელებს აშშ-ს არმიის ევროპასა და აფრიკაში სარდლობის რესურსების დაცლას, რომელსაც ახლა 3 მილიარდი დოლარი აქვს დარჩენილი 5 მილიარდი დოლარის ოპერატიული საჭიროებების დასაფინანსებლად, მათ შორის იარაღისა და აღჭურვილობის გადაზიდვა უკრაინაში და ნატოს წევრ პოლონეთშიც კი.
კონგრესის ქმედებების გარეშე, აშშ-ის ოპერაციების დაფინანსება ევროპაში შეიძლება ამოიწუროს მაისში და არმიის მდივანი ქრისტინ უორმუტი მოელის, რომ არმიას „მოუწევს ერთგვარი გაძარცვა პიტერისა, რათა გადაუხადოს პოლს“.
რაც შეეხება უკრაინას, ეკონომიკური კვლევითი ინსტიტუტი და ანალიტიკური ცენტრის განცხადებით, მიუხედავად მისი თავდაპირველი განცხადებებისა, მარადიული სოლიდარობის შესახებ, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მთავრობამ მხოლოდ 640 მილიონი ევრო (686 მილიონი დოლარი) მაშინ, როცა გერმანიის მთავრობამ გამოყო 17,7 მილიარდი ევრო (19,1 მილიარდი დოლარი) გამოყო სამხედრო დახმარებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული მაჩვენებელი სადავოა, ინსტიტუტი ამბობს, რომ საფრანგეთის წვლილი „ბევრად დაბალია, ვიდრე გაერთიანებული სამეფოს“, რომელიც ევროპელ მომწოდებლებს შორის მხოლოდ შუა პაკეტებშია.
თუმცა, როგორც ბლოკი, ევროპამ, უკრაინის მიმართ მთლიანი ვალდებულებით დაახლოებით 85 მილიარდი ევრო (92 მილიარდი დოლარი), უკვე გადაუსწრო შეერთებულ შტატებს 66,2 მილიარდი ევროთი (71,6 მილიარდი დოლარი). აშშ-ს სამხედრო დახმარება უფრო მაღალი იყო, ვიდრე ევროკავშირის, თუმცა ახლა ის შეჩერებულია კონგრესის უმოქმედობის გამო, როცა ევროკავშირის დახმარება მხოლოდ აჩქარებს დახმარების ტემპსა და რესურსებს.
არის ასევე ბირთვული პრობლემაც. აშშ-ს დაახლოებით 100 ბირთვული იარაღი აქვს განლაგებული ბელგიის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების და თურქეთის საჰაერო ბაზებზე, თუმცა გაშვების ყველა კოდი შეერთებული შტატების ხელშია. საფრანგეთი ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანაა საკუთარი არსენალით — სიდიდით მეოთხეა მსოფლიოში. 290 ოპერატიული ქობინით, ის ყველაზე დიდია ევროპაში, თუმცა მისი ზომა ოდნავ აღემატება რუსეთის 5 პროცენტს.
საფრანგეთმა უარი თქვა ასეთი იარაღის კონტროლის სხვა ძალაზე გადაცემაზე, თუმცა სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს. შვედეთში ბოლო ვიზიტის დროს მაკრონმა თქვა, რომ სანამ ბირთვული შეკავება საფრანგეთის „სასიცოცხლო ინტერესებშია“, ასეთ გეგმებს უნდა ჰქონდეს „მკაფიო ევროპული განზომილება, რომელიც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვაკისრებს“.
დიდ ბრიტანეთს, თუმცა უკვე აღარ არის ევროკავშირის წევრი, აქვს 225 ბირთვული იარაღის არსენალი. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, დიდი ბრიტანეთის ჩრდილოვანმა (ოპოზიციურმა) საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლამიმ განაცხადაა, რომ მისი ლეიბორისტული პარტია, თუ აირჩევა წლევანდელ არჩევნებზე, შესთავაზებს ევროკავშირს «დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის უსაფრთხოების ახალ პაქტს».
ყველა ეს ძალისხმევა და დაპირებები წარმოადგენს მიმართულების დრამატულ ცვლილებას კონტინენტისთვის, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მტკიცედ იყო მიბმული ამერიკასთან, როგორც მის გარანტთან. ამ პროცესის გასაკონტროლებლად ევროპას სჭირდება ძლიერი და გადამწყვეტი ადამიანი, როგორც მისი პირველი თავდაცვის მეფე.
ერთ-ერთი ფავორიტია ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, რომელიც უკვე ხელმძღვანელობდა ევროკავშირის გეგმას უკრაინას 1 მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდების შესახებ.
„ჩვენ გვჭირდება საბრძოლო მზადყოფნაში მზა ევროპა, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფა. ეს არის ერთადერთი გზა ავაშენოთ შეკავება უარყოფის გზით, რომელიც საკმარისად საიმედოა ომის თავიდან ასაცილებლად და რუსეთის აგრესიის ციკლის შესაჩერებლად“, — წერდა კალასი Politico Europe-სთვის გასულ წელს.
„უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან ჩვენ გავხდით მოწმეები იმისა, თუ რამდენი ჭურვი ჩამოაგდო რუსეთმა ერთ დღეში, რაც აღემატებოდა ევროპაში ერთი თვის წარმოებულ საარტილერიო ჭურვების რაოდენობას. შესაძლებლობები და გამძლეობა განსაზღვრავს ამ ომის შედეგს“.
მაგრამ ყველაზე ნათელი ნიშანი იმისა, თუ რამდენად შორდება ევროპა ამერიკის თვითკმარობას, იყო ესტონეთის პრეზიდენტის ალარ კარისის მიერ ორშაბათს დაწერილი პოსტი, რომელიც განიხილავდა რეგიონის დაცვას შეერთებული შტატების ან დონალდ ტრამპის მითითების გარეშე.
„ყველა ევროპულ ქვეყანას გაუჭირდება რუსეთთან მარტო დაპირისპირება“, — აღნიშნა კარისმა. მაგრამ როდესაც ჩვენ ვართ ერთიანები, ჩვენ უძლეველები ვართ.
ან და ტრამპის პირდაპირი კრიტიკის დროს, გერმანულმა ჟურნალმა Der Spiegel-მა აღნიშნა: „ნატო, რა თქმა უნდა, არ არის (ვალების) ამომღები სააგენტო“.
SNN