განცხადებები

ევროპაში უსაფრთხოების ახალი სტრუქტურა რუსეთის გარეშე უნდა აშენდეს-ჟოზეფ ბორელი

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროპაში უსაფრთხოების ახალი სტრუქტურა რუსეთის გარეშე უნდა აშენდეს.
„მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ევროპა ჩვენი ისტორიის ახალ ფაზაში შევიდა. დღეს 44 ევროპელი ლიდერი ერთმანეთს მოუსმენენ, რათა იპოვონ გზა, როგორ აშენდეს ევროპაში უსაფრთხოების ახალი სტრუქტურა. ეს რუსეთის გარეშე უნდა მოხდეს. არა იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინდა, რომ რუსეთი ევროპის ნაწილი იყოს, არამედ იმიტომ, რომ რუსეთი ევროპული თანამეგობრობიდან პუტინის მიერ იქნა გაგდებული“, — აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.
ჟოზეფ ბორელის თქმით, ევროპამ უნდა გადაჭრას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მიერ შექმნილი კრიზისი და უსაფრთხოების ახალი წესრიგი ააშენოს.
„ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობა საუკეთესო გზაა ყველა ევროპელისთვის, როგორც ევროკავშირში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას“, — განაცხადა მან.

Loading…

მსგავსი პოსტები

«მდგომარეობა ძალიან მძიმეა…პაციენტი მართვით სუნთქვაზეა»-ექიმი ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობაზე

«კარგი იქნება ბესო ზანგური თუ დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს თეატრს»-წულუკიანი ზანგურზე

roma sajaia

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას აშშ-ს საელჩოც გამოეხმაურა

დატოვე კომენტარი