ევროპარლამენტმა უარი თქვა ლუკაშენკოს პრეზიდენტად აღიარებაზე

0
192

ხუთშაბათს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია ბელორუსის შესახებ, რომელშიც უარი თქვა ალექსანდრე ლუკაშენკოს არჩევისა და არჩევნების შედეგების აღიარებაზე, მოითხოვა მარია კოლესნიკოვას და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება და ასევე გამოხატა სვეტლანა ტიხანოვსკაიას და ბელორუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს მიმართ მხარდაჭერა.

ევროპელმა დეპუტატებმა ასევე დაგმეს რუსეთის “ჰიბრიდული ჩარევა” ბელორუსის პოლიტიკაში და გამოხატეს  ბელორუსიის ხალხისადმი უპირობო მხარდაჭერა დემოკრატიისთვის ბრძოლაში.

ამრიგად, ევროპელმა დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიციას, რომლებმაც განსაზღვრეს ბლოკის პოლიტიკა ოფიციალური მინსკის მიმართ და გადაწყვიტეს სანქციების დაწესება.

ევროპარლამენტარები რეკომენდაციას უწევენ ლუკაშენკოს სანქციების სიაში შეტანას, როგორც ეს გააკეთეს ლატვიამ, ლიეტუამ და ესტონეთმა.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ