მსოფლიოში

ევროპარლამენტმა ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის სანქცირების საკითხი დაამტკიცა

ევროპარლამენტმა ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხი დაამტკიცა. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიასა და დემოკრატიულ პარტნიორებს, გამოიყენონ პერსონალური სანქციები ივანიშვილის მიმართ «შიდა დემოკრატიული პროცესების გაუარესების გამო».

«ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, „მიიღონ შესაბამისი ზომები, მათ შორის, პირადი სანქციების დაწესება ივანიშვილზე და ყველა იმ პირზე, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის გაუარესებაზე“ — წერია რეზოლუციაში.

რეზოლუციაში ივანიშვილი «ოლიგარქადაა» მოხსენიებული.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა. დეპუტატებმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუციას უყარეს კენჭი. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ «საქართველოში დემოკრატია სუსტდება».
ევროპარლამენტარები ხელისუფლებას მიმართავენ გაათავისუფლოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. ამასთან, დეპუტატები სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ გამოიყენოს უფლებამოსილება» მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებად და შეიწყალოს «მთავარი არხის» გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
რეზოლუციას მხარი 430 ევროოარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგ 52 დეპუტატი წავიდა, 126-მა თავი შეიკავა.

Loading…

მსგავსი პოსტები

ებოლას ვირუსი კონგოში

დიდი ბრიტანეთი მზად არის სანქციები დაუწესოს ბელორუსის ამჟამაინდელ ხელისუფლების წარმომადგენლებს

აია-სოფია მეჩეთად გამოცხადდება

დატოვე კომენტარი