ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს ლუკაშენკოს წინააღმდეგ საქნციები დააწესოს

0
473

ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციები რაც შეიძლება მალე დაწესდეს. ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეკომენდაციაში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირმა ბელარუსთან ურთიერთობებს უნდა გადახედოს.

აღნიშნულ რეკომენდაციას მხარი 602 ევროდეპუტატმა დაუჭირა, 44 — წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 44-მა კი თავი შეიკავა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა დააწესოს ევროკავშირის საბჭოსა და საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ შეთანხმებული სანქციები, მათ შორის ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ“.

„2020 წლის 5 ნოემბერს ალექსანდრე ლუკაშენკოს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ იგი მეტი აღარ იქნება ლეგიტიმური პრეზიდენტი“, — ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეკომენდაციაში.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ