განცხადებებიპოლიტიკა

«ევროპარლამენტართა 10 წინადადება, რომლებიც ჩააგდო ქართულმა ოცნებამ…»

«ევროპული საქართველოს» ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ოთო კახიძე ევროპარლამენტართა 10 წინადადებაზე განცხადებას აკეთებს, რომელიც «ქართულმა ოცნებამ» ჩააგდო.

«ევროპარლამენტართა 10 წინადადება, რომლებიც ჩააგდო ქართულმა ოცნებამ:

1. დასანანია ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, ეს პროექტი გააძლიერებს საქართველო-ევროკავშირის ეკონომიკას და უსაფრთხოებას;

2. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ახლდა დარღვევები, რაც დაფიქსირებულია ეუთოს დამკვირვებლების მხრიდან — ფართო მასშტაბიანი მოსყიდვა, დაშინება/ზეწოლა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და შემდეგ არჩევნებზე აღარ გაიმეოროთ;

3. პარლამენტირ რეგლამენტი ეფექტურად აღასრულეთ, რომ მთავრობის წევრებმა კომიტეტებზე იარონ;

4. პროპორციული არჩევნების შესახებ დაპირების უკან წაღება ცუდია, შეთანხმდით ისეთ საარჩევნო სისტემაზე, რომელიც უზრუნველყოფს პროპორციულ წარმომადგენლობას;

5. ოპოზოციასთან ნაყოფიერ დიალოგს შეუძლებელს ხდის ოპოზიციის ლიდერების დევნა, კერძოდ გიგი უგულავას ბოლო საქმე;

6. პრობლემები იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესში და შემდეგი მოსამართლეების არჩევისას ეს გაითვალისწინეთ;

7. დაუშვებელია ძალადობა პოლიტიკურ ოპონენტებსა და მშვიდობიან მანიფესტანტებზე, უკანონობას ახალისებს ხელისუფლებასთან დაკავშირებულ მოძალადეთა დაუსჯელობა;

8. 20 ივნისის აქციის დაშლას მოყვა მშვიდობიანი მომიტინგეებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა, რაც მიუღებელია და ამაზე რეაგირებაა საჭირო;

9. შემაშფოთებელია მთავრობისადმი კრიტიკული მედიის მფლობელების და მენეჯერების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეების წარმოება — გვარამია, რურუა (ტვ მთავარი), წერეთელი (ტვ პირველი), გუმბარიძე (ტვ ფორმულა);

10. შემაშფოთებელია პოლიტიკური პატიმრების არსებობა, გააქტიურებული გამოძიებები და დაკავებები პოლიტიკური ოპონენტების — გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, მამუკა ხაზარაძე და სხვები. სამწუხაროა, რომ მმართველი პარტიის ლიდერის განცხადება ოპოზიციის წარმომადგენლების გამოძიებებზე შესაძლოა იყოს პოლიტიკურად მოტივირებული.

———————

ქართული ოცნების ტყუილებს გამოვეხმაურები აქვთ და განვმარტავ, რომ ამ წინადადებებს ჯერ კენჭი უყარა ევროპარლამენტმა და მხარი დაუჭირა, ხოლო შემდეგ საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, სადაც უმრავლესობაში ქართული ოცნებაა — ჩააგდო ყველა შესწორება.

ოპოზიცია ვერ ჩააგდებდა ვერაფერს, ჩვენ ვართ ორნი, ხოლო ოცნების დეპუტატები — ექვსნი, მათ ჩაუგდეს ევროპარლამენტარებს ტექსტი და მიიღეს ბოლოს შესაბამისი პასუხი ამ თავხედობასა და უტიფრობაზე.»-აცხადებს ოთო კახიძე

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

ციხიდან გამოსულმა ბრალდებულმა მოსამართლე ალანია სასტიკად მოკლა-მკვლელს საქართველოში არც ერთი ადვოკატი დამცველად არ დაუდგა

2 ივლისს «ქართული მარშის» დამფუძნებელი ყრილობა იმართება

ნარკორეალიზაციისათვის დაკავებულები წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან

დატოვე კომენტარი