„პასუხისმგებლიანი თამაში – https://responsible.ge/ “ ევროპაბეთის ახალი პროექტია, რომლის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
რა არის პასუხისმგებლიანი თამაში? პასუხისმგებლობა სათამაშო ბიზნესში, კომუნიკაციაში, საზოგადოების მიმართ – ეს არის მიმართულებები, რომლებიც ევროპაბეთმა თავისი საქმიანობის მთავარი ნაწილად აქცია.
2020 წლის იანვრიდან ევროპაბეთი მომხმარებლებს ახალ ონლაინ ხელსაწყოებს შესთავაზებს და ეს ქართულ სათამაშო ბიზნესში, პასუხისმგებლიანი თამაშის ახალ სტანდარტს დანერგავს:
– რეალობის შემოწმების შეტყობინება
– თვითშეფასების ტესტი
– მოთამაშის რჩევები
– მხარდაჭერა პრობლემური მოთამაშეებისთვის 24/7
– პრობლემური მოთამაშეების თერაპია
– გამკაცრებული ვიდეოვერიფიკაცია
2019 წლიდან ევროპაბეთი, ეტაპობრივად, უარს ამბობს ყველა ისეთ კომუნიკაციაზე, რომლებიც სცილდება მიზნობრივ აუდიტორიას და შეუძლებელი ხდება მაყურებლის ასაკის კონტროლი. კერძოდ:
– კომპანია სრულად უარს ამბობს გარე რეკლამაზე
საათობრივად ზღუდავს რეკლამას ტელევიზიასა და რადიოში
– ინტერნეტრეკლამაში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ასაკობრივი შეზღუდვა
საკომუნიკაციო არხებზე თვითშეზღუდვით დაზოგილი მთლიანი ბიუჯეტი საზოგადოებისა და გარემოს განვითარების პროექტებს მოახმაროს. ამ მიზნით, 2020 წლის განმავლობაში 2,2 მილიონი ლარი დაიხარჯება. Კერძოდ:
• პასუხისმგებლიანი თამაშის შესახებ ცნობადობის გაზრდა
• სპორტის განვითარება
• ონლაინ მედიის განვითარება
• სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები
• ლოკალური კულტურის მხარდაჭერა და განვითარება”-აღნიშნულია ტოტალიზატორ “ევროპაბეთის” განცხადებაში.
