განცხადებები

ევროკომისიის პრეს-სპიკერის განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით

ევროკავშირი შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით და განცხადებას ავრცელებს:

«ორშაბათს, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს ექვს მოსამართლეს, მიუხედავად ევროკავშირის მოწოდებისა მომხდარიყო დანიშვნის პროცესში პაუზის გაკეთება და ამ პროცესის გადახედვა, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) ახლახან თავის შუალედურ ანგარიშში შეშფოთება გამოთქვა კანდიდატების წარდგენის პროცესის სამართლიანობასა და თანასწორობასთან დაკავშირებით.
დანიშვნები ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმების საკვანძო დებულებებს, რომელთა თანახმად უნდა გაკეთდეს პაუზა ყველა მიმდინარე დანიშვნასთან დაკავშირებით, სრულად შესრულდეს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და ზოგადად გაიზარდოს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმის პროცესში.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის დაწყებამდე მათი შერჩევის პროცესის გადახედვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად ასევე არის საქართველოსთვის ევროკავშირის მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის შეთანხმებული წინაპირობა, რომელზეც ამ ნაბიჯმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს.
ამიტომ ეს კენჭისყრა საქართველოს ხელისუფლებისთვის არის დაკარგული შესაძლებლობა სასამართლო სისტემის ჭეშმარიტი და ყოვლისმომცველი რეფორმის მიმართ თავისი ერთგულების დამტკიცებისთვის. ეს მოვლენები სასამართლოს დამოუკიდებლობისა და საზოგადოების ნდობისთვის ზიანის მიყენების საფრთხის შემცველია.
ევროკავშირი ღიაა შემდგომი მოლაპარაკებებისთვის უმაღლეს დონეზე, რათა განიხილოს სასამართლო სისტემის რეფორმა და მომავალი ქმედებები ამ მოვლენების შემდეგ, განსაკუთრებით 19 აპრილის შეთანხმებისა და საქართველოსთვის ევროკავშირის მაკრო-ფინანსური დახმარების შესახებ გადაწყვეტილებების კონტექსტში.
***
Statement by the Spokesperson on the appointments of Supreme Court judges
The Georgian Parliament endorsed six Supreme Court judges on Monday, despite calls by the European Union to pause and revise the appointment process to bring it in line with European standards. The OSCE Office for Democratic Institutions and Human Rights (ODIHR) recently expressed concerns over the fairness and equality of the nomination process in its interim report.
The appointments go against key provisions of the 19 April Agreement to pause all ongoing appointments, comply fully with all recommendations made by the Venice Commission, and overall to increase the independence, accountability and quality of the justice system in a broad, inclusive and cross-party reform process.
Revising the selection process of Supreme Court judges in line with Venice Commission recommendations before proceeding with appointments, is also a mutually agreed condition for the disbursement of the second tranche of EU macro-financial assistance to Georgia under its current programme, which could be negatively affected by this step.
The vote is therefore a missed opportunity for the Georgian authorities to prove their commitment to a genuine and comprehensive reform of the judiciary. These developments carry a risk of damaging judicial independence and public trust.
The EU is open to further talks at the highest levels to discuss justice reform and the way ahead following these developments, notably in the context of the 19 April Agreement and decisions regarding EU macro-financial assistance to Georgia.» — ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

Loading…

მსგავსი პოსტები

დმიტრო კულება — უკრაინას აქვს საკმარისი იარაღი, რომ რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევა დაიწყოს

გავრილოვი და ეს მაიმუნობა ახლა იყო მხოლოდ საბაბი- აკაკი ზოიძე

Joni Kvaracxelia

ლევან ხაბეიშვილს 2 000-ლარიანი გირაო შეეფარდა-იხილეთ პროკურატურის განცხადება

დატოვე კომენტარი