განცხადება/მიმართვა

ევროკომისიის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიების ჩატარების დაწყებას

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მხარი დაუჭირა კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიების ჩატარებას და აღნიშნა, რომ ამ პროცესში ჩინეთიც უნდა იყოს ჩართული. ტელეკომპანია CNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩინეთმა საერთაშორისო ორგანიზაციებთან უნდა ითანამშრომლოს, რათა დადგინდეს, თუ როგორ წარმოიშვა კორონავირუსი. „ვფიქრობ, ყველასათვის მნიშვნელოვანია ამის დადგენა. არავინ იცის, თუ როდის დადგება ახალი ვირუსი. ამიტომაც გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ და ადრეული გაფრთხილების სისტემა შევქმნათ, რომელიც რეალურად იმუშავებს და მთელმა მსოფლიომ ხელი უნდა შეუწყოს ამას“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

“რუსეთი არამხოლოდ საქართველოს კარზეა მომდგარი, არამედ თქვენი სახლის შიგნითაცაა”-მეთიუ ბრაიზა

Joni Kvaracxelia

“თუ მსახიობი სტალინის როლს თამაშობს, დაიჭერს ჩიბუხს, მაგრამ ამოდიოდეს ბოლი, ეს აუცილებელი არ არის”-გუგული

შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ გამოავლინეს ტროლ-ბოტები, რომლებიც ქართული ოცნების წინააღმდეგ კოორდინირებულად მოქმედებენ

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი