covid-19განცხადებები

ევროკომისიის განცხადება კორონავირუსის მეორე ტალღასთან დაკავშირებით

ევროკომისიაში განაცხადეს, რომ ევროკავშირი კვლავ დაუცველი რჩება Covid-19-ის პანდემიის ახალი ტალღის შემთხვევაში და შემოდგომაზე კორონავირუსის სეზონურ გრიპთან ინტერაქციისთვის უნდა მოემზადოს.

„ვირუსი კვლავ აქ არის და ის განაგრძობს გავრცელებას. ამიტომ თავიდან უნდა ავიცილოთ იმპროვიზაცია“, — განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მარგარიტის სხინასმა.

ჯანდაცვის საკითხებში ეროკომისარმა, სტელა კირიაკიდესმა კი აღნიშნა, რომ „მომზადება აუცილებელია, განსაკუთრებით შემოდგომისა და ზამთრის დადგომამდე“.

„ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ეკონომიკები, ჩვენი საზოგადოებები და ჩვენი მოქალაქეები ახალი ტალღისა და სეზონური გრიპის კორონავირუსთან ურთიერთქმედებისგან. მე ამას კოქტეილის ეფექტს ვუწოდებ. სრულად მომზადებულები უნდა ვიყოთ და ეს ჩვენი პასუხისმგებლობის საკითხია“, — დასძინა ევროკომისარმა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«ხუსეინ მორის მაჩალიკაშვილის ციხეში გამოკეტვით ბიძამისს ვერ გააჩერებთ და ჩემი დაჭერით ჩემს დანარჩენ ოჯახს ვერ გააჩერებთ»-მალხაზ მაჩალიკაშვილი

სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ პარტიებს დიალოგში თავშეკავებისაკენ მოუწოდებს

ყველა უნდა შეეგუოს ჭეშმარიტებას, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არ და აღარ ეკუთვნით არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს, მომავალი ეკუთვნით პატრიოტებს-ირაკლი ღარიბაშვილი

დატოვე კომენტარი