მსოფლიოში

ევროკომისიამ პარტნიორ ქვეყნებს მაკროფინანსური დახმარება გამოუყო

დღეისთვის, ევროკომისიამ (ევროკავშირის სახელით) რვა პარტნიორ ქვეყანასთან მაკროფინანსური დახმარების პროგრამებთან დაკავშირებული ურთიერთგაგების მემორანდუმები შეათანხმა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს. ურთიერთგაგების მემორანდუმები უკვე შეთანხმებულია ალბანეთთან, იორდანიასთან, კოსოვოსთან, მოლდოვასთან, მონტენეგროსთან, საქართველოსთან, უკრაინასა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან. ოთხ ქვეყანასთან – კოსოვო, მოლდოვა, ჩრდილოეთ მაკედონია და უკრაინა – მემორანდუმები უკვე ოფიციალურად გაფორმდა, ხოლო ბოსნია და ჰერცეგოვინასა და ტუნისთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროკომისარმა ევროპული და სოციალური დიალოგის საკითხებში ვალდის დომბროვსკიმ აღნიშნა, რომ კრიზისის დროს, მთელი რეგიონის სტაბილურობისათვის, მეზობლების დახმარება აუცილებელია.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

უნგრეთი საქართველოს საზღვრებს არ უხსნის

ევროკავშირი მხარეებს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ, დეესკალაციისა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებს

Joni Kvaracxelia

როგორ შეიძლება ჩაერიოს ჩინეთი ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში?

დატოვე კომენტარი