ეკონომიკა

ევროკავშირში ხელბარგზე დამატებითი გადასახადები იკრძალება — რა შეიცვლება მგზავრებისთვის

ევროკავშირის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომელიც ავიაკომპანიებს უკრძალავს ხელბარგზე დამატებითი გადასახადის დაწესებას.
მგზავრებს უფლება ექნებათ უფასოდ გადაიტანონ ერთი პირადი ნივთი (მაგ. ჩანთა ან ზურგჩანთა) და ერთი ხელბარგი (არაუმეტეს 7 კგ-სა და 100 სმ ზომის).

ეს ცვლილება მიზნად ისახავს სამგზავრო წესების გამჭვირვალობას და უსამართლო გადასახადების თავიდან აცილებას.

ევროპის კომისიის 2023 წლის უფრო ფართო რეფორმების ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია:

  • სრული ბილეთის ფასის წინასწარ გამოქვეყნება;

  • ბავშვების (12 წლამდე) უფასოდ მშობლის გვერდით დაჯდომა;

  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მგზავრების თანმხლები პირის უფასო გადაადგილება;

  • სტანდარტიზებული ანაზღაურების ფორმა გადადებების, გაუქმების ან ბარგის დაზიანების შემთხვევაში.

სავარაუდო შედეგები:
ავიაკომპანიების ზოგი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებებმა შესაძლოა ბილეთების ფასის ზოგადი ზრდა გამოიწვიოს, რადგან ყველა მომსახურება ბილეთში შევა.

შემდგომ ეტაპზე რეფორმები უნდა დაამტკიცოს ევროპარლამენტმა სრული შემადგენლობით და შეთანხმება წევრ სახელმწიფოებთან.

მსგავსი პოსტები

თიბისი, Visa და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად ახალ ინიციატივას იწყებენ

ლარი გაუფასურებას განაგრძობს

საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები საქართველოს ფინანსურად დაეხმარებიან

დატოვე კომენტარი