განცხადებები

ევროკავშირში აცხადებენ, რომ საპასუხო ზომებს მიიღებენ, თუ დონალდ ტრამპი ევროპული იმპორტის წინააღმდეგ ტარიფების დაწესებას გადაწყვეტს

ევროკავშირში აცხადებენ, რომ საპასუხო ზომებს მიიღებენ, თუ დონალდ ტრამპი ევროპული იმპორტის წინააღმდეგ ტარიფების დაწესებას გადაწყვეტს.

ამის შესახებ ევროკავშირის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სააგენტო ANSA-სთან ინტერვიუში განაცხადა.

წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი „დარჩება თავისი პრინციპების ერთგული და, საჭიროების შემთხვევაში, მზად იქნება, დაიცვას თავისი ლეგიტიმური ინტერესები“.

მან გაიხსენა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროკომისრის ვაჭრობის საკითხებში მაროშ შეფჩოვიჩის პოზიცია, სადაც ხაზგასმულია ევროპის სიმტკიცე შესაძლო პროტექციონისტული ზომების წინაშე.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკის, კანადისა და ჩინეთის შემდეგ ტარიფების დაწესებას ევროკავშირისთვისაც გეგმავს. აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი მის ქვეყანას ცუდად ექცევა.

მსგავსი პოსტები

რატომ თქვეს პასუხის გაცემაზე უარი «წიგნების თაროს“ მონაწილეებმა ? (ვიდეო)

«გახარია არის ჯალათი…ის არის ყველაზე სისხლიანი დღეების შემოქმედი»-ბოკუჩავა გახარიას

roma sajaia

«მესამე ტალღა ჩვენსკენ მოექანება…»- შალვა პაპუაშვილი

roma sajaia

დატოვე კომენტარი