ევროკავშირმა მონტენეგრო და სერბეთი უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო

0
1128

ევროპის კავშირი სერბეთისა და მონტენეგროს ამოღებას აპირებს იმ ქვეყნებიდან, საიდანაც ნებადართულია კავშირში არაარსებითი დანიშნულების მოგზაურობა. სიაში, რომელშიც საქართველოც იმყოფება, აშშ-ის შეყვანის საკითხი არც განიხილებოდა იქ ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო. უსაფრთხო ქვეყნების სიიდან სერბეთისა და მონტენეგროს ამოღების შემდეგ მასში რჩებიან: ალჟირი, ავსტრალია, კანადა, ჩინეთი, საქართველო, იაპონია, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთი კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი. შეგახსენებთ რომ სიას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და ევროკავშირის წევრი ქვეყნები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ ქვეყანასთან მიმოსვლის თაობაზე.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ