განცხადებები

ევროკავშირი უვიზო რეჟიმს შეაჩერებს?

უმრავლესობის დეპუტატ  თამარ ხულორდავას განცხადებით, უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის მიზნით საქართველოს მოქალაქის დახმარება დასჯადი გახდება:

„არასწორი ინფორმაცია გავრცელდა კანონპროექტთან დაკავშირებით, თითქოს ამ პროექტის მიზანი იყო იმ მოქალაქეების წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა, ვინც ევროკავშირში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში უკანონოდ იმყოფება. ეს ასე არ არის. აქ კონკრეტულად საუბარია იმ პირებზე, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს ხელს უწყობენ საქართველოს მოქალაქეებს უკანონოდ დარჩნენ უცხო ქვეყანაში და მიგრანტები გახდნენ ან ეხმარებიან იმაში, რომ უსაფუძვლოდ შეიტანონ განაცხადი თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მისაღებად დოკუმენტების გაყალბებით და ა.შ. ორივე ეს პირობა — თავშესაფრის მოთხოვნების ზრდა, ასევე საზღვარზე უარები ჩვენი მოქალაქეებისთვის, ამ სტატისტიკების ზრდა, სამწუხაროდ, არის წინაპირობა იმის, რომ ევროკავშირმა მოითხოვოს უვიზო რეჟიმის შეჩერება. ეს არ არის ჩვენი ქვეყნის ინტერესში, ამიტომ აუცილებელია ასეთი ქმედითი, კონკრეტული ღონისძიებების გატარება“, — განაცხადა თამარ  ხულორდავამ.

ფაქტები.ჯი

loading…


მსგავსი პოსტები

«ჩვენ დამაჯერებლად ვიმარჯვებთ ამ არჩევნებში»-გროგოლ ვაშაძე

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მორიგი მუქარა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განცხადებას ავრცელებს

დატოვე კომენტარი