ევროკავშირი დისკრიმინაციული კანონისა და ე.წ. ანტი-ლგბტ ზონების დაწესების გამო, პოლონეთის მთავრობას 150 მილიონიანი დახმარების შეჩერებით ემუქრება.
გასულ წელს პოლონეთის 100-მდე ადმინისტრაციულმა რეგიონმა თავი გამოიცხადა «ლგბტ იდეოლოგიისგან თავისუფალ ზონად», სადაც სექსუალური და გენდერული უმცირესობების უფლებები შეზღუდულია.
ივლისში ევროკომისიამ დისკრიმინაციული კანონის მიღების გამო, პოლონეთისა და უნგრეთის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა წამოიწყო.
Loading…