განცხადებებიომი უკრაინაში

ევროკავშირი: აბსოლუტური წითელი ხაზი იქნება, თუ ჩინეთი რუსეთს იარაღს მიაწვდის

ევროკავშირის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ აბსოლუტური წითელი ხაზი იქნება, თუ ჩინეთი რუსეთს იარაღს მიაწვდის და დასძინა, რომ ევროკავშირი სანქციებით უპასუხებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

2 მარტს, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ჩინეთს მოუწოდა, არ მიაწოდოს იარაღი რუსეთს და ზეწოლა განახორციელოს მოსკოვზე უკრაინიდან თავისი ძალების გაყვანის მიზნით.

გერმანიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას შოლცმა აღნიშნა, რომ გულდასაწყვეტია, რომ პეკინმა თავი შეიკავა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაგმობისგან, თუმცა მიესალმა ბირთვული დეესკალაციისკენ მიმართულ ჩინეთის ძალისხმევას.

„ჩემი გზავნილი პეკინისთვის მკაფიოა: გამოიყენეთ თქვენი გავლენა მოსკოვში, რათა მოითხოვოთ რუსული ჯარების [უკრაინიდან] გაყვანა და არ მიაწოდოთ იარაღი აგრესორ რუსეთს“, — აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

შემდგომ ნაბიჯებზე ჩამოვყალიბდებით პოლიტსაბჭოსთან კონსულტაციების შემდგომ — ირაკლი ღარიბაშვილი

რატომ შეხვდა ვარლამ გოლეთიანი «ნაციონალური მოძრაობის» წევრს?

roma sajaia

«აუცილებელია სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში“ — სალომე ზურაბიშვილი

დატოვე კომენტარი