მსოფლიოშიპოლიტიკა

ევროკავშირის ქვეყნები ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნები ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

გადაწყვეტილების ფორმალიზება ხუთშაბათს ბრიუსელში ევროპული საბჭოს ლიდერების სამიტზეა მოსალოდნელი.

“განსაკუთრებით მოხარული ვარ ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით და ასეთ რთულ პერიოდში უკრაინის რეფორმების ძალისხმევის აღიარებით. ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ევროკავშირის წევრობის გზაზე და ჩვენ შევთანხმდით, რომ დავუბრუნდეთ „ასოცირებული ტრიოს“ მდგომარეობას ევროკომისიის მიერ მომავალ გაზაფხულზე მოწოდებული განახლებული ინფორმაციის საფუძველზე”, – განაცხადა ჩეხეთის ევროპული საქმეების მინისტრმა, მიკულაშ ბეკმა, რომლის ქვეყანაც ამ მომენტისთვის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობას იკავებს.

Loading…

მსგავსი პოსტები

თურქეთი უკრაინას თავისი “Bayraktar TB2”-ით ხურავს

Joni Kvaracxelia

საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები საქართველოს ფინანსურად დაეხმარებიან

დავით უსუფაშვილი: საქართველოს მშვიდობის პარტიები სჭირდება (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი