ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი სათაო ოფისის ოფიციალურ ინაუგურაცია

0
96

დღეს, 15 დეკემბერს, შედგა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი სათაო ოფისის ოფიციალურ ინაუგურაცია.
ინაუგურაცია გაიმართა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, დოქტორ ტიბორ კოზმას და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში, ბ-ნი შარლ ფრიესის მონაწილეობით. შენობის შესასვლელთან მათ ერთად გახსნეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სახელწოდების შემცველი აბრა.
ინაუგურაცია დაემთხვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გახანგრძლივებული მანდატის პირველ დღეს. 25 ნოემბერს, ევროკავშირის 27 წევრმა სახელმწიფომ გაახანგრძლივა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი კიდევ ორი წლით — 2022 წლის 15 დეკემბრიდან 2024 წლის 14 დეკემბრამდე.

 

 

 

 

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ