ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მე-14-ე წლისთავთან დაკავშირებით მისიის ხელმძღვანელმა პრესკონფერენცია გამართა

0
118

15 სექტემბერს 12:00-ზე სასტუმრო «ჰილტონ გარდენში ინნში», ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, მარეკ შჩიგელმა გამართა პრესკონფერენცია მისიის დაარსების მე -14-ე წლისთავთან დაკავშირებით. მან განმარტა, თუ როგორ შეუწყო ხელი მისიამ სტაბილურობას საქართველოში და უფრო ფართო რეგიონში და ხაზი გაუსვა ძირითად მოვლენებსა და გამოწვევებს.

მისიის ხელმძღვანელმა გამოიყენა შესაძლებლობა და წარმოადგინა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი კორპორატიული ვიდეო.
პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იყო საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა მედიის წარმომადგენელი, რომლებიც აქტიურად აშუქებენ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრებს. აღსანიშნავია რომ ელჩი მარეკ შჩიგელი რიგით მეექვსე მისიის ხელმძღვანელია 2008 წლის შემდეგ
ის უმაღლესი დონის დიპლომატია. მისი კარიერა არერთ მაღალ თანამდებობას მოიცავდა. შჩიგელი პოლონეთის დიპლომატიურ სამსახურშია 1993 წლიდან. სხვადასხვა დროს იყო ეუთოსა და გაეროს ოფისში პოლონეთის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, პოლონეთის ელჩი რუმინეთში (2011-2015), პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უსაფრთხოების გამოწვევების ელჩი და საერთაშორისო კიბერპოლიტიკის კოორდინატორი. 2020 წლის 11 თებერვალს დაინიშნა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად. მანამდე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობდნენ ბ-ნი. ერიკ ჰოეგი, დეკემბერი 2017- დეკემბერი 2019
ბატონი კიასტუტის იანკაუსკასი 2014 წლის დეკემბერი — 2017 წლის აგვისტო
ბატონი ტოივო კლაარი 2013 წლის სექტემბერი — 2014 წლის დეკემბერი
ელჩი ანდჟეი ტიშკევიჩი 2011 წლის ივლისი — 2013 წლის ივნისი
ელჩი ჰანსიორგ ჰაბერი 2008 წლის ოქტომბერი — 2011 წლის აპრილი. ჩვენი რედაქციის სახელით კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ევროკავშირის მისიის თითოელ მონიტორს ამ 14 წლის მანძილზე გაწეული საქმიანობისთვის რაც მათ გააკეთეს ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან სწორედ ისინი 24 საათის მანძილზე არიან ჩვენი მშვიდობის ერთ-ერთი მთავარი გარანტორები.

Loading…

თამარ ქუთათელაძე

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ