განცხადებები

ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრეს-სპიკერმა განცხადება გაავრცელა

აშშ-ის შემდეგ საქართველოს უზენაესი სასამართლოში 14 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას ამჯერად ევროკავშირი ეხმაურება კრიტიკულად.

13 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრეს-სპიკერმა შემდეგ განცხადება გაავრცელა: „გუშინ საქართველოს პარლამენტმა 14 მოსამართლე დაამტკიცა უზენაეს სასამართლოში, რომელიც საქართველოს სამართლებრივი სისტემის გამართული მუშაობისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია. შერჩევის პროცესში არ იყო გათვალისწინებული ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და მას მთელი რიგი მნიშვნელოვანი ხარვეზები, მათ შორის გამჭვირვალობის ნაკლებობა ახასიათებდა. ამ ფაქტმა უარყოფითი გავლენა მოახდინა მოსამართლეთა წარდგენის პროცესზე, რომლის დროსაც მათი ჭეშმარიტი დამსახურება უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. ზოგიერთი კანდიდატი არ სარგებლობს ფართო საზოგადოების ნდობით, რაც აშკარა იყო შერჩევის პროცესში. პარლამენტში მოსმენები გამჭვირვალედ ჩატარდა, თუმცა საბოლოო კენჭისყრამდე მეტი ძალისხმევა უნდა დათმობოდა კანდიდატთა შერჩევის დასაბუთებას. საქართველოს ვალდებულებას, დაიცვას ეთიკისა და მიუკერძოებლობის უმაღლესი სტანდარტები სასამართლო სისტემაში, საკვანძო მნიშვნელობა აქვს სასამართლო სისტემისადმი საქართველოს მოქალაქეების ნდობისთვისა და ევროკავშირი-საქართველოს დღის წესრიგის განვითარებისთვის. შესაბამისად, ნებისმიერ შემდგომ დამტკიცებამდე საჭიროა შერჩევის პროცედურების გადასინჯვა იმისთვის, რომ სრულად იყოს გათვალისწინებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ასევე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) და სხვა ძირითადი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ხარვეზები“.

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

«ზურაბ ხონელიძემ დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ბელარუსს აფხაზეთი არ ეღიარებინა»-პაატა დავითაია

Joni Kvaracxelia

«არ ეკადრებათ ეს მეუფეებს, როგორ შეიძლება ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში?»-ზურაბიშვილი (ვიდეო)

«25 ივნისს ეკა ბესელია ,,მაკდონალდსში’’ შეხვდა ბატონ გოგი თათუხაშვილის ოჯახთან დაახლოებულ პირს, რომელთანაც შეუძლებელია რაიმე საერთო ჰქონოდა» — შოთა ლელაძე

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი