ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში იმყოფება

0
85

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში იმყოფება. უცნობია, კონკრეტულად რასაკითხის განსახილველად იმყოფება ელჩი რეზიდენციაში, კარლ ჰარცელს შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორც ცნობილია, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ორი რაუნდი. 14 ნოემბერს მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იგეგმება დიალოგის მესამე რაუნდიც, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება მორიგი შეხვედრა.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ