მსოფლიოშიპოლიტიკა

ევროკავშირის ახალი ინიციატივები

ევროკავშირმა მსოფლიო მასშტაბით „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებისა და დაავადების მკურნალობისთვის ერთი მილიარდი ევრო გამოყო, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ცალკეული ქვეყნები ასევე გამოყოფენ ფინანსებს „კოვიდ-19“-ის ვაქცინისთვის.

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, ერნა სოლბერგმა განაცხადა, რომ ქვეყანა ერთ მილიარდ ევროს გამოყოფს, რათა ვაქცინის დისტრიბუცია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოხდეს.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კი თქვა, რომ გერმანია 525 მილიონ ევროს გამოყოფს ვაქცინის შექმნის პროცესის დასაჩქარებლად და კორონავირუსის სამკურნალოდ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«აბსოლუტურად დამღუპველი» — ნავალნის მრჩეველი მისი სამედიცინო გამოკვლევის შედეგების საფუძველზე

Joni Kvaracxelia

«გილოცავ ამერიკა!» — ამერიკის მეგობართა კლუბმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა

Joni Kvaracxelia

რუსეთი ჩვენი მტერია — მაიკ პომპეო

დატოვე კომენტარი