ევორპული საქართველო ნებისმიერ შეთანხმებას ხელს არ მოაწერს — გიგა ბოკერია

0
31

გიგა ბოკერიას განცხადებით, ევროპული საქართველო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის «ნებისმიერ» შეთანხმებას ხელს არ მოაწერს. მთავარი ის არის, რომ გონივრული კომპრომისი შედგეს.

«მე არ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია, ჩვენ, მე, როგორც მოქალაქეს, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, ევროპულ საქართველოს და ჩვენს პარტნიორებს დემოკრატიულ ოპოზიციაში გვაქვს ამოცანა, რომ დიახ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მივაღწიოთ შეთანხმებას, ვიყოთ ერთდროულად მოქნილები კომპრომისისთვის მზაობაში მყოფნი, მაგრამ, ამავე დროს, პრინციპულები იმ საკითხზე, რაც მიგვაჩნია აუცილებლად კრიზისის გადასალახად და ამისთვის აუცილებლად მიგვაჩნია ყველა იმ პუნქტზე, რომელიც პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, როგორც მედიატორმა, რომელსაც ჩვენ მივეცით თანხმობა მედიაციაზე და მთავრობამაც ფორმალურად მაინც, თანხმობა მისცა მედიაციაზე, ყველა მის მიერ ჩამოთვლილ საკითხზე გონივრული შეთანხმება და წინსვლა, და მათ შორის, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური პატიმრების საკითხი — მელიასი, რურუასი, მათი განთავისუფლება და პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტა, არის საარჩევნო ადმინისტრაციის წესდების და რეგულაციების არსებითი შეცვლა და საკვანძო საკითხი არის მისვლა ნორმალურ, ვადამდელ არჩევნებამდე. ჩვენ დავეთანხმებით იმას, რაც ჩვენ მიგვაჩნია გონივრულ კომპრომისად იმისთვის, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს. თავის მოტყუებას არ ვაპირებთ, ნამდვილად», — განაცხადა ბოკერიამ

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ