განცხადებები

«ეგ არის რაღაც ფაბრიკაცია, ეგ არის რაღაც მონტაჟი. დასაკავებელი არაფერი არ მაქვს»-მაჩალიკაშვილი ფარულ აუდიო ჩანაწერზე (ვიდეო)

სპეცრაზმის მიერ მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახარუსი მიერ  გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერზე პირველ კომენტარს აკეთებს.

აღნიშნულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით სუს-ში საგანგებო ბრიფინგი ჩატარდა და მალხაზ მაჩალიკაშვილი  ტერორისტული აქტის ჩადენის განზრახვაში დაადანაშაულეს.

«აზრზე არ ვარ, გოგაშვილის მამა სად არის დაკრძალული, ან ვინ არის. ეგ ერთი და მეორე, მე რაც აქ ვდგავარ და იმას ვცდილობ, რომ კანონის ფარგლებით დავსაჯო, ვინც თემირლანთან არის დამნაშავე, ვინც თემირლანის მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა, ამას ვიძახი თორემ. იქ მაჩხაანში რა მინდა. თუ მაგის სურვილი მქონდა და, თუ მაგის სურვილი მაქვს, როცა გოგაშვილი ცხოვრობს თბილისში. საერთოდ არ შემდგარა ეგ საუბარი ჩვენში. საერთოდ არ ყოფილა. ეგ არის რაღაც ფაბრიკაცია, ეგ არის რაღაც მონტაჟი. დასაკავებელი არაფერი არ მაქვს, რომ რამე ჩამედინა. წელიწადნახევარია, მე ქუჩაში ვარ,» — განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«რუსებს აქ იმაზე უკეთ ეპყრობიან, ვიდრე რუსეთში» -რუსი ტურისტების აქცია თბილისში

«ეს არის საკითხი, რომელიც არ განიხილება…»-ღარიბაშვილი ვადამდელ არჩევნებზე

roma sajaia

გიგა ბოკერიამ საკუთარი გადაწყვეტილებით შეცდომა დაუშვა-გოკა გაბაშვილი

დატოვე კომენტარი