განცხადებები

ეგორ კუროპტევი „პატრიოტთა ალიანსის“ ბრალდებებს 6 პუნქტად პასუხობს

ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ სამხრეთ კავკასიის ბიუროს დირექტორი, ეგორ კუროპტევი „პატრიოტთა ალიანსის“ ბრალდებებს 6 პუნქტად პასუხობს.

🟧 ეგორ კუროპტევის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსი“ ცდილობს ყურადღება ცენტრ „დოსიეს“ დოკუმენტებიდან, სადაც აღნიშნულია, რომ პარტია მოსკოვიდან მილიონებს იღებს, სხვა რამეზე გადაიტანოს.
🟥 „ნამდვილად არ ვისურვებდი „პატრიოტთა ალიანსის“ რამე განცხადებაზე კომენტარის გაკეთებას, ვინაიდან ჩემი ამოცანაა დავიცვა საქართველო კრემლის ჩარევისგან და არა მისი პატარა ინდივიდუალური პარტიების შიდა პოლიტიკური თამაშები, თუმცა რადგან „ალიანსი“ სხვისი სტატიის გავრცელებისთვის თავს მესხმის, პასუხი მარტივია :
1️⃣ მე, ეგორ კუროპტევს, სამწუხაროდ, არ მომიმზადებია დოკუმენტები „დოსიესთვის“ საქართველოს არჩევნებში კრემლის ჩარევის შესახებ, თუმცა ამ თემაზე სხვა ბევრი დოკუმეტი, სტატია, გამოძიება და გამოკითხვა მაქვს მომზადებული. ამ მასალებსა და მოხსენებებში, ისევე როგორც სხვა ექსპერტების მოხსენებებში, პარტია „პარიოტთა ალიანსი“ ხვდება როგორც რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამტარებელი საქართველოში. თუმცა მე „პატრიოტთა ალიანსის“ შესახებ „დოსიეს“ მასალა არ მომიმზადებია და ამის შესახებ პუბლიკაციამდე არაფერი ვიცოდი. ცენტრი „დოსიე“ ძალიან დახურული ორგანიზაციაა, ისინი ამზადებენ მასალებს რუსეთის ხელისუფლებისა და მისი პარტნიორების შესახებ, რაც ძალიან სახიფათო საქმეა.
2️⃣ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და „ევროპული საქართველოს“ ლიდერს გიგა ბოკერიას არანაირად არ შეუძლიათ ზეგავლენა მოახდინონ ჩემზე, ცენტრ „დოსიეზე“, მით უმეტეს მიხაილ ხადარკოვსკიზე ან ვაშინგტონის Free Russia Foundation-ის ხელმძღვანელობაზე. მე ჩაწერილი მაქვს ინტერვიუები მათთან და ბევრ სხვასთან. სწორედ ამ ინტერვიუების შემდეგ გადაღებულ ფოტოებს „პატრიოტთა ალიანსი“ და დეზინფორმაციის გავრცელების საშუალება „ობიექტივი“ ჩემი კავშირების „მტკიცებულებად“ წარმოადგენს.
3️⃣ აჩვენეთ მაშინ ექიმ ვაჟა გაფრინდშვილთან გადააღებული ჩემი ფოტოებიც, ვისი გათავისუფლების გამოც მე მის ოჯახთან და ყველა ქართველ პატრიოტთან ერთად ვიბრძოდი. აჩვენეთ ჩემი და ზაზა სარალიძის ფოტოები, რომელსაც ტრაგედიის დღიდან გვერდით ვუდგავარ, აჩვენეთ ფოტოები მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად, საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებთან, ნატოს, ევროკავშირის, აშშ-ს ლიდერებთან, უკრაინის გმირებთან, რომლებთან ერთადაც ჩვენ ვბრძოლობთ ყირიმის ანექსიის წინააღმდეგ და დონბასის ომში. აჩვენეთ ასობით ჩემი ფოტო საქართველოს ოკუპაციის ხაზიდან, რომელსაც დღეში 24 საათის განმავლობაში ვიცავ ჩემი ვიზიტებით, სტატიებით, საინფორმაციო კამპანიებით მთელს მსოფლიოში.
რა საჭიროა მუდამ სიცრუის თქმა? არ არის სოლიდური საქციელი. თუკი „პატრიოტთა ალიანსს“ აქვს ფული დაკვეთილი სტატიებისთვის, თუკი „ფეისბუქის“ ერთი პოსტის რეკლამირებისთვის ისინი 1 500 აშშ დოლარს იხდიან, მათ გაცილებით მეტი რესურსი ჰქონიათ (ხო მართლა, საიდან) ვიდრე მე შეიძლება ვიოცნებო, ასე რომ, რატომ აქვთ ასეთი რეაქცია და აგრესიული მცდელობა მოახდინონ ჩემი და ცენტრ „დოსიეს“ მასალის დისკრედიტაცია?! ვფიქრობ, ეს არის კითხვა, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ და სპეცსამსახურებმა უნდა დასვან.
4️⃣ ხადარკოვსკის შვილს პაველს Free Russia Foundation-სთან არაფერი შეხება არ აქვს. მე მას პირადად არ ვიცნობ, თუმცა სტატიაში ის ჩემს მეგობრად არის მოხსენებული. გულწრფელად ვეჭვობ, რომ მიხაილ ხადარკოვსკიმ, Free Russia Foundation-ის ხელმძღვანელობამ და პაველ ხადარკოვსკიმ ცენტრ „დოსიეს“ინფორმაციის გამოქვეყნებამდე „პატრიოტთა ალიანსის“ არსებობის შესახებ იცოდნენ. მოხარული ვიქნებოდი, პაველ ხადარკოვსკის მსგავსი მეგობარი რომ მყავდეს, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს საერთოდ არ ვიცნობთ. ჩემი კოლეგა ნიკოლაი ლევშიცი (რომლის გვარიც არასწორად ჩაწერეს თავიანთ პროპაგანდაში) ასევე არ არის „ღია რუსეთის“ თანამშრომელი. დანარჩენ სისულელეზე კომენტარის გაკეთებაც კი არ მსურს, მაგრამ „პატრიოტთა ალიანსის“ ნებისმიერ ცრუ ბრალდებას კომპლიმენტად ვღებულობ.
5️⃣ მესმის „პატრიოტთა ალიანსის“, რომელსაც სურს, საქართველოს მოქალაქეების ყურადღება ცენტრ „დოსიეს“ დოკუმენტებიდან, სადაც აღნიშნულია, რომ პარტია მოსკოვიდან მილიონებს იღებს, სხვა რამეზე გადაიტანოს. მაგრამ, შესაძლოა, ახლა საუკეთესო დროა იმისთვის, რომ დადგე საქართველოს მოსახლეობის იმ 80%-თან, რომლებიც ირჩევენ დემოკრატიას, მშვიდობას, კეთილდღეობას, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობას და არა კრემლის ომს. შესაძლოა, ახლა ყველა ძალას საქართველოში აქვს კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ საკუთარი ხალხის გვერდით დადგეს და პუტინის ინტერესებს არ ემსახუროს, რომელსაც მთელი მსოფლიო ტერორიზმის მხარდამჭერად თვლის.
6️⃣ რასაკვირველია, კრემლის საქართველოს არჩევნებში ჩარევის თემას საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხად ვთვლი. საქართველოს, რომლის 20% პუტინის მიერაა ოკუპირებული, რომლის მოქალაქეებს ყოვეწლიურად კლავს და იტაცებს კგბ და მისი მარიონეტული რეჟიმები სოხუმსა და ცხინვალში. იმედი მაქვს, ეს „პატრიოტთა ალიანსისა“ და რუსეთის სახელმწიფო დუმის წარმომადგენლებს შორის მოსკოვში გამართული შეხვედრისა და ოკუპირებულ სოხუმში ვიზიტის მთავარი თემა იყო. გარდა ამისა, ზუსტად იმ ადგილას, საიდანაც ირმა ინაშვილი სოხუმში შევიდა, კამერების წინ გიგა ოთხოზორია დახვრიტეს, რომლის მკვლელი დასჯილი არაა და ხიდის მეორე მხარეს თავისუფლად ცხოვრობს. შეიძლება ისინი მას ეძებდნენ? იმედი მაქვს, ეს არის ის საკითხები, რომლებიც „ალიანსის“ ლიდერებმა რუსეთის სახელმწიფო დუმის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფთან განიხილა, რომელსაც საქართველოს პარლამენტიდან არანაირი მანდატი არ გააჩნია.
⚠️ როგორც ერთ-ერთი, სამწუხაროდ, არცთუ ბევრი ადამიანთაგანნი, რომლებიც საოკუპაციო ხაზზე გატაცებული თითოეული ქართველისთვის, თითოეული მიტაცებული მეტრი ქართული მიწისთვის იბრძვიან, ჩემმთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს არჩევნებში ჩარევის შესახებ ინფორმაცია რაც შეიძლება ფართოდ გავრცელდეს. სურვილის შემთხვევაში, მისი გადამოწმება კომპეტენტური ორგანოების მიერ არის შესაძლებელი.
⚠️ ჩემთვის პრინციპულად მნიშველოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არჩევანი არა კრემლის ინსტრუქციების საფუძველსა და მოსკოვის მიერ დასპონსორებული განცხადებებისა და კამპანიების, არამედ ფაქტებისა და სანდო ინფორმაციის საფუძველზე გააკეთონ. აშკარაა, რომ ეს საკითხი, როგორც მნიშვნელოვანი მასალა საქართველოს უსაფრთხოებისთვის, მნიშვნელოვანია ქართული მედიისთვისაც. აშკარაა, რომ ეს საინტერესო აღმოჩნდა ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსისთვის, რომლებმაც ცენტრ „დოსიეს“ მასალებზე დაყრდნობით განცხადებები გააკეთეს. რა არის არალოგიკური იმაში, რომ მოიპოვო, გადაამოწმო, დააგვრცელო და გააანალიზო ინფორმაცია, რომელიც განსკუთრებით მნიშველოვანია ქვეყნისა და მისი მოქალაქეებისთვის? კიდევ ერთხელ მოვწუოდებ საქართველოს პოლიტიკურ ძალებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, გადაამოწმონ ცენტრ „დოსიეს“ მასალები, რათა ჩვენი საყვარელი საქართველო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული უკიდურესად სერიოზული საფრთხეებისგან დაიცვან“

წყარო: ინტერპრესნიუსი

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«მოგვიწევს, მუხლებზე დავდგეთ და საქართველოს ან რუსეთს თავიანთ შემადგენლობაში მიღება ვთხოვოთ»-შამბა

არ შეიძლება, რომ საქართველომ არ სცადოს დიალოგის გზა რუსეთთან და იყოს ჩაკეტილი საკუთარ თავში-სალომე ზურაბიშვილი.

«ზუგდიდში დაიძაბა სიტუაცია…მასიურად ემზადებიან დიდი სპეცოპერაციისთვის»-სანდრა რულოვსი

დატოვე კომენტარი